გასართობისაკითხავისასარგებლო

ზოგიერთი ცხოველის გასაოცარი უნარი

image

წარმოგიდგენთ ცხოველების ნაკრებს, რომლებიც ბუნებამ არაჩვეულებრივი ნიჭით დააჯილდოვა, რაც ეხმარებათ მათ თავდაცვაში და გარემომცველ პირობებთან ადაპტაციაში.

1.კალოფორნიული ციყვები ძალზე უჩვეულო ხერხს იყენებენ მათი სუნის შესანიღბად და სხვადასხვა მტაცებლებისაგან თავის დასაცავად:ისინი პოულობენ გველის ტყავს, ღეჭავენ მას და დაღეჭილს მთელ სხეულზე ისვამენ.

image

 

2.სხვადასხვა ფაქტორებისაგან დამოკიდებულებით ადამიანს შეუძლია გაძლოს უწყლოდ 3-დან 5 დღემდე. მაგრამ ამ კენგურუსმაგვარ ვირთხას შეუძლია უწყლოდ გაძლოს მთელი სიცოცხლე(საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 5 წელს).

image

 

3.წყლის კურდღელი-ეს შხამიანი არსება ჰერმაფროდიტია. შეჯვარების დროს მას შეუძლია შეასრულოს როგორც მამრის, ასევე მდედრის ფუნქცია.

image

 

4.ზოგიერთი სახეობის ფრინველებს ისეთი მეხსიერება აქვთ, რომ შეუძლიათ დაიმახსოვრონ 42 000 კმ სიგრძის მარშრუტი და გადაფრენის დროს დასასვენებლად გაჩერდნენ ერთსა და იმავე ადგილზე.

image

 

5.ყველასათვის ცნობილია, რომ ძაღლებს 10 000-ჯერ უკეთესი ყნოსვა აქვთ, ვიდრე ადამიანებს.მაგრამ მხოლოდ ახლახან დაადგინეს მეცნიერებმა, რომ ძაღლებს შეუძლიათ გამოიცნონ მკერდის კიბო ადრეულ სტადიაში.

image

 

6.ნიანგებს შეუძლიათ გადაყლაპონ უზარმაზარი ქვები.ქვები მათ სჭირდებათ საჭმლის მოსანელებლად და აგრეთვე ქვები წარმოადგენს ბალასტს წყალში ჩაშვების დროს.

image

 

7.ჩრდილოამერიკულ ხის ბაყაყს შეუძლია “გაიყინოს” ზამთარში და “გამოდნეს” გაზაფხულზე.

image

 

8.მტრედი-ცხოველების იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთაც შეუძლიათ სარკეში ამოიცნონ საკუთარი თავი. მტრედებს აგრეთვე შეუძლიათ ადამიანების სახის დამახსოვრება.

image

 

9.ბუნებამ ღრმა წყლის თევზი სახელად შავი ცოცხალმყლაპავი (Chiasmodon niger) დააჯილდოვა ელასტიური კუჭით. ამ თევზს შეუძლია თავისზე რამოდენემეჯერ დიდი მსხვერპლის გადაყლაპვა. მისი კუჭი ამ დროს იწელება და ძალიან დიდი ხდება.

image

 

10.ეს Palaemonias ganteri მიეკუთვნება კიბოსნაირების ჯგუფს, მაგრამ სხვა კიბოებისაგან განსხვავებით, მას არ გააჩნია პიგმენტები, თვალები და გამოირჩევა სიცოცხლისუნარიანობით. თუ ჩვეულებრივი კიბო ცოცხლობს 5-7 წელი, ამ არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 175 წელია.

image

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Back to top button
Close
Close