ამ პოსტში წარმოგიდგენთ ოთხი თვის ჩოჩორს „IOPS“-ს, რომელიც დაიბადა ივლისის ბოლო რიცხვებში ფლორენციის (Florence) კერძო ზოოპარკში.
მისი დაბადება ნამდვილი სენსაცია იყო, როგორც მანხველებისათვის, ასევე ზოოპარკის თანამშრომლებისათვის; ამის მიზეზი კი ისაა, რომ ახლად დაბადებული ჩოჩორის დედა ვირია, მამა კი ზებრა. პატარას ოთხივე ფეხი ზებრისებურად აქვს მოხატული, ხოლო ტანით ვირია. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ზოოპარკში მყოფი ცხოველი (Zebroid) – ზებრას და ვირის შეუღლების შედეგად დაიბადა, რომელიც წარმოადგენს დიდ იშვიათობას…
ამ ჰიბრიდულ ზებრას (Zebroid) , რომელიც ნახევრად ვირია, ნახევრად ზებრა, იოპოს უწოდებენ („IOPS“).
დაახლოებით ერთი წლის წინ, ზებრამ, სახელად მარტინმა (Martin) თვალი დაადგა ვირს სახელად ჯიადას (Dzhiada), გადახტა ღობეზე და შევიდა მის ვოლიერში …
მშობიარობისას ზებრას დასჭირდა ზოოპარკის ვეტერინარების დახმარება, ხოლო ამჯამად იგი ჯანმრთელად გრძნობს თავს და თავის შვილთან ერთად მნახველების ყურადღების ცენტრშია.
ცხოველს შეუძლია სრულფასოვნად იცხოვროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეყოლება შთამომავლობა , როგორც წესი ჰიბრიდები არიან უნაყოფონი
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ვიდეო, რა საყვარელი ზებროიდია: