არქივი

20 რამ რაც ჯერ შენ არ გაგიგია – ნაწილი 3

Fotolia 15923998 XS copy
1. მსოფლიოში ყველაზე დიდი გემია ”ზღვების მკვლევარი”. მისი სიგრძე აღემატება 1000 ფუნტს, რაც სამი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე მეტია. “ზღვების მკვლევარი” სამი წლის მანძილზე იგებოდა და 600 მილიონი $ დაჯდა. ის 5000 ტონას იწონის. გემზე 1557 კაიუტაა, რომლებიც 5040 მგზავრს იტევს ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. “ზღვების მკვლევარზე” 5 რესტორანი, 14 კაფე, 15 ლიფტი, 4 აუზი, 6 ჯაკუზია. ასევე – საკალათბურთო და საციგურაო დარბაზები და თეატრი, რომელშიც 1350 კაცი ეტევა.

2. დედამიწაზე წელიწადი გრძელდება 365 დღე-ღამეს დამატებული 0.2421198 დღე. რაც უფრო მარტივად შემდეგნაირად გამოისახება:365 დღე-რამეს + 5 საათი 48 წუთი 46 წამი.

3. 1828 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა საახალწლო სიმღერა Jingle Bells.

4. ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადება ხუთ ენაზე ხდება: შვედურად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. სწორედ ამ ენებზე საუბრობდა თავისუფლად ალფრედ ნობელი. აქვე: ნობელის პრემიის დაჯილდოების პირველი ცერემონიალი 1901 წელს გაიმართა.

5. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე ალუტროფობიით იყო დაავადებული, მას კატების ეშინოდა.

6. 1928 ლწის 19 სექტემბერს ეკრანებზე პირველად გამოჩნდა მიკი მაუსი.

Mouse

7. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ყველაზე დაბალი იყო ჯეიმს მედისონი – 1 მეტრი და 62 სანტიმეტრი. ყველაზე მაღალი – აბრაამ ლინკოლნი – 1 მეტრი და 93 სანტიმეტრი.

James

8. პანინის მიერ შექმნილი სანსკრიტის გრამატიკა დაიწერა ქრისტეს შობამდე 350-250 წლებს შორის და მიჩნეულია ადამიანის გონების ერთ-ერთ საამაყო მონაპოვრად.

9. შოთა რუსთაველის პოემაში “ვეფხისტყაოსანი” 696-ჯერაა გამოყენებული “და” კავშირი.

ShoTa

10.მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია ნორმა ჯინ მორტინსონი. ნორმა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახლდათ. იმ დროის გადმოსახედიდან საკმაოდ თავისუფლად და თამამად პოზირებდა კამერების წინ.1962 წლის აგვისტოში დიდი დოზით ნარკოტიკების მიღების გამო 36 წლის ასაკში მერლინ მონრო გარდაიცვალა. იგი XX საუკუნის სექს-სიმბოლოდაა აღიარებული.

11. დედამიწაზე ყოველდღიურად 27 ტონა კოსმოსური მტვერი ცვივა და ყოველ წუთს 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმევა.

12. ამერიკულმა ჟურნალმა “TIME”-მა 1943 წლის 4 იანვარს წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.

13. მსოფლიოში პირველი ზოოპარკი 1793 წლის 10 ივნისს პარიზში გაიხსნა.

14. იტალიური კლასიკური და საოპერო მუსიკის გენიალური წარმომადგენელი ლუჩიანო პავაროტი დაიბადა 1935 წელს. იგი საკმაოდ პოპულარული და წარმატებული მომღერალი იყო. ლუჩიანო პავაროტის დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: ის 160-ჯერ გამოიძახეს “BIS”-ზე. პავაროტი 2007 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა დილის 7 საათზე. მას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა.

15. 1925 წლის 1 იანვარს ნორვეგიის დედაქალაქს სახელი გადაერქვა: ქრისტიანია გახდა ოსლო.

16. ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: “აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება შეუძლებელია ყურების გარეშე”.- თავად ყურების ექიმი იყო.

17. როდესაც ენრიკო კარუზო დამწყები მომღერალი იყო, ერთ-ერთ პატარა ქალაქში მას მაყურებელმა დარბაზიდან კომბოსტო ესროლა. კარუზომ სიმღერა შეწყვიტა და შესძახა: ~აი, ვიღაცამ ჩემი სიმღერისგან თავიც კი დაკარგა.

18. იაპონიაში არსებობს დაუწერელი კანონი, რომ ქალიშვილი ზედიზედ ორი დღის განმავლობში ერთი და იგივე ტანსაცმელით არ უნდა მივიდეს. ამ კანონის მორალი იმაში მდგომარეობს, სხვამ არ იფიქროს რომ ქალიშვილს სახლში არ ეძინა.

19. ცნობილმა ბიზნესმენმა ლორდმა ლევერჰალმა ერთხელ თქვა:მე ვიცი, რომ ჩემს მიერ რეკლამაზე დახარჯული ფულის ნახევარი წყალში გადაიყარა. რა სამწუხაროა, რომ მე ვერასოდეს გავიგებ თუ რომელი ნახევარი გადაიყარა წყალში

20. ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ნელი და ყველაზე ჩქარი, ყველაზე განყოფადი და ყველაზე განვრცობილი, ყველაზე უგულვებელყოფილი და ყველაზე დასანანიის ურომლისოდაც არაფერი კეთდება, რაც ნთქავს ყოველივეს, რაც პატარაა და აცოცხლებს მას, რაც დიდია~ – ასე აღწერს ~დროს~ ზარატუსტრა.

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button