გართობაუცნაური

ბავშვის ძუძუთი კვება მამაკაცებსაც შეუძლიათ

baby
დედობრივი მზრუნველობა და ბავშვის ძუძუთი კვება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს პროცესი იმითაა გამორჩეული, რომ დედასა და შვილს შორის განსაკუთრებულ კავშირს ამყარებს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ძუძუთი კვება ქალების უნიკალურ უნარს არ წარმოადგენს და რიგ შემთხვევებში მამაკაცსაც შეიძლება გამოუმუშავდეს რძე, რომლითაც პატარას გამოკვებავს.

 

თუკი მამაკაცი ხართ, ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რატომ გიბოძათ ბუნებამ ძუძუს თავები. მართლაც, ეს ორი გამონაზარდი თითქოს სრულიად უსარგებლოა. მასში არ გიდგებათ რძე, არ კვებავთ ჩვილ ბავშვებს… თუმცა იქნებ არც ასეა საქმე? მეცნიერებაში ცნობილია, რომ მამაკაცის მიერ ბავშვის ძუძუთი კვება არამარტო თეორიულადაა შესაძლებელი, არამედ პრაქტიკაშიც რამდენჯერმე განხორციელებულა.

საქმე იმაშია,რომ ჩვენს ჰორმონებს ფრიად უცნაური რამეების გაკეთება შეუძლიათ. ხოლო პროლაქტინი – რძის წარმოებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი – ქალების ექსკლუზიურ საკუთრებას არ წარმოადგენს. ორგანიზმში მისი საკმარისი რაოდენობით გამომუშავების შემთხვევაში თქვენც ქალების მსგავსად ჩაგიდგებათ რძე. სამეცნიერო ჟურნალი “Scientific American” გვაწვდის ამის მოხდენის 4 შესაძლო მიზეზს: ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნე, დიდი ხნის განმავლობაში ღვიძლის მდგომარეობის გაუარესება (მაგალითად შიმშილით), ზოგიერთი წამლის მიღება და მკერდის სტიმულაციაც კი.

დიახ, რძის ჩადგომა შეიძლება ძუძუს თავების სტიმულაციამაც გამოიწვიოს. თუკი მართლაც გსურთ ამის გამოცდა და იმის შეგრძნება, როგორია ბავშვის კვება, დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღე უნდა ეთამაშოთ სხეულის ამ ორ რეგიონს. ამ სახით სტიმულირება ხელს უწყობს პროლაქტინის გამომუშავებას და როგორც კი საკმარისი რაოდენობით მოგროვდება, თქვენი ძუძუს თავები რძის გამომყოფებად იქცევიან.

სწორედ ასეთი რამ დაემართა 2002 წელს შრი-ლანკელ მამაკაცს, რომელსაც ცოლი მეორე ბავშვზე მშობიარობის დროს დაეღუპა. სამედიცინო ლიტერატურაში კი სხვა შემთხვევებიცაა აღწერილი. ასე რომ თუკი აქამდე ძუძუთი კვება მხოლოდ დედის პრეროგატივა გეგონათ, იცოდეთ, რომ ამის გაკეთება მამაკაცებსაც შეუძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილიც იქნება.

 

წყარო : charliuss.com

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button