არქივი

20 რამ რაც ჯერ შენ არ გაგიგია – ნაწილი 2

Fotolia 15923998 XS copy

1. მაგიდის ჩოგბურთი (პინგ-პონგი) გამოიგონეს კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც თამაშობდნენ უბრალო მაგიდაზე, სიგარეტის ფართო კოლოფებითა და შამპანურის საცობებით

2. პოლტერგეისტი გერმანული სიტყვაა და ნიშნავს “ხმაურიან სულს”. პირველი ცნობები პოლტერგეისტის შესახებ გაჩნდა 335 წელს, როდესაც, როგორც ამბობენ, გერმანიის ქალაქ რეინისბეცენში რაღაც ძალა ქვებს ისროდა

3. ალუმინს საბჭოთა კავშირში ახალი სახელი მოგონეს: “სოციალიზმის ლითონი”. საინტერესოა რ ატომ . . .

4. მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად დაადგინეს, რომ საუნაში 120-130 გრადუსზე მეტი ტემპერატურა იწვევს ფილტვების კიბოს

5. მენდელეევის პერიოდულობის სისტემიდან დედამიწაზე ბუნებრივ პირობებში გვხვდება 92 ელემენტი – წყალბადიდან ურანამადე. დანარჩენი ელემენტები ხელოვნურადაა მიღებული

6. გერმანელებმა გააუმჯობესეს ლურსმანი. ინოვაცია იმაში გამოიხატება, რომ მათ ლურსმანს ღეროზე მთელ სიგრძეზე 4 ღარი გაუკეთეს, რომელიც ზრდის მოჭიდულობას. . .

7. სალაპარაკო ენაში ზოგჯერ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთს “დიქსილენდს” (Dixyland) უწოდებენ

8. ტუტანჰამონის აკლდამაში სპილოს ძვლის ბუმერანდია ნაპოვნი

9. აიპონელები ისვენებენ მხოლოდ კვირა დრეს. მთავრობა მათ სთავაზობს უიკ-ენდის გახანგრძლიბეას, მაგრამ იაპონელები უარზე არიან (შედეგი სახეზეა. . .)

10. ეკვატორზე დღისა და ღამის ხანგრძლოვობა მთელი წლის მანძილზე ერთნაირია

11. ჰალსტუხი თურმე უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე, რადგან როდესაც ის გვეკეთია, აწვება კისრის არტერიას, რის შედეგადაც ტვინსა და თვალებს სისხლი შედარებით ნაკლებად მიეწოდება
12. 1948 წლის 5-6 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადთან მოხდა უძლიერესი მიწისრძვრა, 9 ბალიანი, რომელმაც მთელი ქალაქი დაანგრია. ამ კატასტროფის შესახებ არ გაუგია არც საბჭოთა კავშირის მოსახლეობას და არც დანარჩენ მსოფლიოს.

13. ჰონკ-კონგში, ჯეკი ჩანის სახლის წინ დაიწყეს ახალი 20 სართულიანი სახლის მშენებლობა. მაგრამ რადგანაც ეს ახალი მაღალსართულიანი შენობა ჯეკი ჩანის სახლამდე მთიდან მონაბერ ნიავს, რომელსაც კეთილი სულები მოაქვს, გზას გადაუღობავდა, ინჟინრებმა გადაწყვიტეს ამ შენობისათვის შუაში დიდი ხვრელი გაკეთებინათ: 10 მეტრი სიგანისა და 15 მეტრი სიმაღლის, რათა სულებს უპრობლემობ მიეღწიათ მცნობილი მსახიობის სახლამდე.

14. XX საუკუნის პირველ მეოთხედში თანამედროვეობის 7 საოცრებად თვლიდნენ შემდეგს: უმავთულო ტელეგრაფი, ტელეფონი, აეროპლანი, რადიუმი, ანტიტოქსინი, სპექტრალური ანალიზი, რენტგენის სხივები

15. ამბობენ, რომ კუნძულ ახალი გვინეის (მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთით და კუნძულის დასავლეთი ნაწილი ინდონეზიას ეკუთვნის, აღმოსავლეთი კი დამოუკიდებელი სახელმწიფოა – პაპუა ახალი გვინეა) მაცხოვრებლებს არასოდეს ტკივათ კბილები.

16. ირანის ქალაქ თავრიზში არსებობს “სურნელოვანი” მეჩეთი. მისი აგების დროს, მშენებლებმა დუღაბში მუშკის სანელებელი შეურიეს. მეჩეთი 700 წლის წინ არის აგებული და დღესაც ასდის მუშკის სუნი.

17. ტიბეტში მასპინძელი სტუმარს აუცილებლად მიართმევს ხოლმე ადგილობრივი წესებით დამზადებულ ჩაის. ჩაის ფოთლები შეზავებულია მარილითა და ცხიმით. სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემად ითველბა, თუ მასპინძელი თავისი ხელით ჩაახლის ჩაიში ქათმის უმ კვერცხს.

18. მაიას ტომის (ცხოვრობდნენ დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის ნახევარკუნძულზე) დიდი ქვის კალენდარი გათვლილია 400 000 000 წელზე.

19. ამბობენ, რომ ონორე დე ბალზაკი იმსხვერპლა 15 000 ჭიქა ძალიან მაგარმა ყავამ.

20. ადამიანის სისხლძარღვები რომ გავჭიმოთ, დედამიწას 2.5-ჯერ შემოსწვდება

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button