გასართობისასარგებლოსურათები

სუპერ მოდელები უწინ და ახლა

image

დაბერების საკითხი მეტ-ნაკლებად ყველას გვაწუხებს და ეს გარდაუვალი ხვედრია. ზოგი ბერდება ლამაზად და შეუდარებლად, ზოგიც კი ეპოტინება ახალგაზრდობას და სილამაზის შენარჩუნებას პლასტიკური ქირურგიის საშუალებით ახერხებს. მოკლედ, წარმოგიდგენთ მოდელებს, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ წლების წინათ და ზოგიერთი მათგანი ეხლაც ახერხებს სახელის შენარჩუნებას:

 

1). ლესლი ჰორბნი მოდის ინდუსტრიაში შესვლისთანავე შთამბეჭდავი გახდა დიდი თვალებისა და თმის მოკლე ვარცხნილობის მეშვეობით. გამომცემლობა “Daily Exspress”– მა კი მას “1966 წლის სახე” უწოდა.

image

 

2). კრისტი ტერლინგტონი. საკარიერო ამპლუაში 500 ჟურნალის გარე ყდა დაამშვენა. კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიგელი მიიღო. ამჟამად ის 44 წლისაა, ჰყავს მეუღლე (ედვარდ ბერნსი) და ორი შვილი.

image

 

3). კლაუდია შიფერი. გერმანელი მოდელი, პირველად 17 წლის ასაკში ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნეს, რის შემდეგაც გახდა იგი აღმოჩენა და მის სამოდელო კარიერას დაედო საფუძველი. 700 ჟურნალის გარე ყდა დაამშვენა. მიიღო ფილმებში მონაწილეობა და საკუთარი ტანსაცმლის კოლექციაც შექმნა.

image

 

4). ელ მაკპერსონი. სამოდელო მოღვაწეობის პერიოდში რეკორდულ რიცხვს მიაღწია ჟურნალ “Illustrated Swimsuit”-ის გარე ყდაზე მოხვედრაში. ამჟამად 48 წლის ყოფილი მოდელი არის გადაცემა“Fashion Star”-ის ტელეწამყვანი NBC-ის ტელეარხზე.

image

5). ლინდა ევანჯელისტა. 600 ჟურნალის გარე ყდა აქვს დამშვენებული. ამჟამად 47 წლის ყოფილ მოდელს ჰყავს ერთი შვილი ფრანგ მილიარდელ ფრანსუა ანრი პინოსგან. ლინდა ამტკიცებს, რომ სილამაზის ასაკი შეზღუდული არ არის, იგი 2013 წელს ხდება“talbost”-ის ახალი სახე.

image

6). ჰაიდი კლუმი. 1997 წელს 24 წლის მოდელების კრებულში ხვდება. ამჟამად 33 წლის, ოთხი შვილის დედა ჰაიდი კვლავ აგრძელებს პოდიუმზე ყოფნას. ჰაიდი ურჩევს ქალებს: “ნუ იქნებით ძალიან გამხდრები, კარგია, როცა გაგაჩნია ხორცი ძვალზე”.

image

7). ნაომი კემპბელი 15 წლის ასაკში ჩაება სამოდელო კარიერაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა 90-იან წლებიდან დღემდე.

image

8). სინდი კროუფორდი. ცნობილი ფოტო მოდელი ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის 80-ანი წლებიდან. 46 წლის მშვენიერი სინდი ორი შვილის დედაა. აქვს რამოდენიმე კომპანია და ავეჯის სახლი. ასაკის გამო კი იგი იყენებს ნაკლებ მაკიაჟს და მოგვიწოდებს: “მაკიაჟმა შეიძლება უფრო დაგაბეროთ, დარწმუნებული ვარ უმაკიაჟოდ უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს”.

image

9). ჰელენა კრისტენსენი. სამოდელო კარიერაში რამოდენიმე ტიტულის მფლობელი გახდა: “სილამაზის დედოფალი”,“ანგელოზი ვიქტორიას საიდუმლო”“კრეატიულ ჟურნალ ნეილონის ფოტოგრაფი და დირექტორი”. ამჟამად იგი 44 წლისაა, ჰყავს ერთი შვილი. 2006 წელს შექმნა საკუთარი ტანსაცმლის დიზაინი და მოდის კომპანიაში დღესაც აქტუალურადაა ჩაბმული.

image

 

10). იმანი. იმანმა 14 წელიწადი გაატარა სამოდელო ასპარეზზე. ახლა კი აქვს საკუთარი კოსმეტიკური ფირმა: “იმან კოსმეტიკა”, რომლის წარმოებაც 1994 წლიდან დაიწყო და საკმაო წარმატება მოუტანა.

image

11). ჯერი ჰოლი. დღემდე მოურიდებლად აქტიურობს კამერების წინ. იგი ნახევრად შიშველი გამოცხადდა თავის 28 წლის ქალიშვილ ლიზა ჯაგერთან ერთად ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში, სადაც თემა ეხებოდა ზედმეტად თევზაობის საკითხებს. ამჟამად იგი 56 წლისაა.

image

 

12). ქეით მოსსი. სამოდელო სამყაროში აღმოჩენილი იქნა 14 წლიდან. იგი წარმოადგენდა “Calvin Klein, Burberry, Dior” და სხვათა ცნობილ სახეს. დღემდე ქეითი ამ სფეროშია. 2007 წლიდან იგი ცოლად ჰყავს ბრიტანელ მუსიკოს ჯეიმს ხინსს. მოსი ამჟამად 39 წლისაა.

image

 

 

 

13). ლორენ ხატონი. ამჟამად 69 წლის მოდელი, რომელმაც 26 ჯერ დაამშვენა ჟურნალ “VOGUE”-ს გარეკანი. კომპანიიდან იქნა იგი გაძევებული როგორც 90-იანელი მოდელი, მაგრამ მოგვიანებით იგი კვლავ დაუბრუნდა კარიერას და ჟურნალებისთვის წარმართა ფოტოსესია 61 წლის ასაკში.

image

 

14). ტაირა ბენკსი. სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მსოფლიოში პირველი აფრიკელ-ამერიკელი მოდელი იყო, რომელიც მონაწილეობდა საცვლების რეკლამებში. 39 წლის მოდელი აცხადებს, რომ სულაც არ ეშინია სიბერის და იგი დღემდე ჩართულია თავის სამოდელო კარიერაში.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button