გართობაკულტურა

ვინ მოიპოვა ტიტული “მის სამყარო 2013”?

image

ყველაზე გრანდიოზული და სანახაობრივი მოვლენა “მის სამყარო 2013” – ის მფლობელი, რომელიც მოსკოვში გაიმართა, გახდა “მის ვენესუელა 2012”, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა – მარია გაბრიელა ისლერი. 120 ათას დოლარად ღირებული თეთრი და ყვითელი ოქროთი შემკული გვირგვინი ვენესუელელ გოგონას ერგო. მეორე ადგილზე გავიდა კონკურსანტი ესპანეთიდან, ხოლო მესამე ადგილზე კი – კონკურსანტი ეკვადორიდან.16 ფინალისტს შორის არ იყო “მის მოსკოვი” – ელმირა აბდასაროვა.imageimage
ფინალი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: პირველად კონკურსანტები საცურაო კოსტუმებით წარსდგნენ მილიონობით მაყურებლის წინაშე, შემდეგ ძვირადღირებული საღამოს კაბებით და ბოლოს კი კომპეტენტური ჟიური შეკითხვებს უსვამდა თითოეულ ფინალისტს.

ჟიურის ხელმძღვანელობდა ამერიკელი მუსიკოსი სტივენ ტაილერი, ტოპ მოდელი ანა ბიაპიცინა და რუსული ესტრადის “მეფედ” წოდებული ფილიპ კირკოროვი.

imageimageimageimageimage
რიგით 62 – ე კონკურსი: “მის სამყარო” პირველად ჩატარდა მოსკოვში, რაზეც განცხადება კონკურსის ახალმა დამფინანსებელმა რონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ივნისის თვეში გააკეთა და ყველასათვის მოულოდნელად ამცნო მსოფლიოს იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩატარდებოდა კონკურსი.

კომპეტენტურმა ჟიურიმ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება კონკურსის ისტორიას, მას საფუძველი 1951 წელს ჩაეყარა და წლების მანძილზე ის ძირითადად ამერიკაში ტარდებოდა.

imageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button