გართობაუცნაური

დედალ აფთარს მამალზე დიდი პენისი აქვს (15+)

blog hyena cub

როცა დედა ბავშვზე ზრუნავს და თავს ევლება, მისგან, როგორც წესი, კარგ მოქცევას და სიდინჯეს ელის. თუმცა სხვა სიტუაციაა ხალებიანი აფთრების შემთხვევაში.

 

მაკეობის პერიოდში პატარა აფთრებს დედისგან უხვად მიეწოდებათ ჰორმონები, რაც აგრესიას მატებს მათ და საკვებისთვის ბრძოლისუნარიანობას მატებს, შესაბამისად, უზრდის გადარჩენის შანსებს. გარდა ამისა, მალევე მწიფდებიან სექსუალურად და სქესობრივი აქტებიც ხშირად აქვთ.

განსხვავებით ძუძუმწოვრების უმრავლესობისგან, ხალებიან აფთრებში დომინანტები მდედრები არიან, რაც ფიზიკურ გარეგნობაზეც აისახება: ისინი უფრო დაკუნთულები, მასიურები და აგრესიულები არიან, ვიდრე მამრები. კენიაში მობინადრე აფთრების 20 წლიანმა შესწავლამ აჩვენა, რომ მაკეობის ბოლო პერიოდში დომინანტი მდედრის ნაყოფს მიეწოდება უფრო მეტი რაოდენობით ანდროგენი – მამაკაცური ჰორმონი, რომელიც კავშირშია აგრესიასთან – ვიდრე ჩვეულებრივი აფთრის მუცელში მყოფს.

ეს იყო პირველი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მდედრის სოციალური სტატუსი (და არა მისი გენეტიკური თავისებურებები) ახდენს დიდ გავლენას შთამომავლობის ფიზიკური მახასიათებლების ჩამოყალიბებაში.

აგრესიულობა სასარგებლო თვისებაა ისეთი არსებისთვის, რომელიც ცხოვრობს 40-60 ინდივიდისგან შემდგარ საზოგადოებაში და მისი ყველა წევრი საკვების მოსაპოვებლად იბრძვის. განსაკუთრებით ხელშემწყობია მდედრებისთვის, რომლებსაც შთამომავლობის აღზრდისთვის დიდი ენერგია სჭირდებათ.

spotted hyena s female genitalia
მაგრამ ჰორმონების სიჭარბე ერთ უცნაურ გვერდით ეფექტსაც იწვევს. დომიმანტი დედისგან უხვად მიღებული ანდროგენი პატარას საკვერცხეებს უზიანებს და დამაკების პროცესის გართულებას იწვევს. გარდა ამისა, მდედრის სასქესო ორგანოები ზომაში იზრდება, თანაც საკმაოდ. ის სხეულიდან 17 სმ-ზეა „დაკიდებული”. ქონისა და ქსოვილების ეს მოგრძო ნაზავი გარედან თმითაა დაფარული, რაც მამაკაცურ ორგანოს კიდევ მეტად ამსგავსებს. გარდა ამისა, მას ერექციის (ზომაში მატება) უნარიც აქვს.

„წარმოიდგინეთ მშობიარობა პენისიდან”, ამბობს კვლევის თანაავტორი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი, ქეი ჰოლკამპი. „ეს მართლაც უცნაური გენიტალიაა, მაგრამ როგორც ჩანს ფუნქციური. თუმცა პრობლემა მხოლოდ სიგრძეში არაა.”

მდედრის საშო სიგანეში მხოლოდ 1 დუიმია (2.5 სმ), რის გამოც ქსოვილები ხშირად იხევა, როცა იქიდან 1 კგ წონის ლეკვი გამოძვრება. ეს დაზიანება შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, რაც შესაბამისად აისახება სტატისტიკაზე: პირველ მშობიარობაზე ყველაზე მაღალია სიკვდილის რისკი, შემდეგში კი იკლებს. საუკეთესო შემთხვევაში ჭრილობა რამდენიმე კვირაში ხორცდება.

ხალებიანი აფთრების შეწყვილება, ცხადია, რთული პროცესია, რადგან აქტში მონაწილეობს ორი „პენისი”. როცა წყვილი აქტზე თანხმდება, რომლის წინაპირობაც ორგანოების დატოლებაა, მდედრი თავის სიამაყეს ზემოთ წევს და ამოკლებს, რათა პარტნიორს საქმე შედარებით გაუადვილოს. თუმცა მამრს პირველივე ჯერზე არ გამოსდის და დასახვეწად პრაქტიკა ესაჭიროება, რასაც რამდენიმე თვის ასაკიდან იწყებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ განუვითარდათ ეს უცნაურობა დედალ აფთრებს. თუმცა მისი მეშვეობით იხვეჭენ ავტორიტეტს აფრიკული ჰავანების საზოგადოებაში, შესაბამისად უკეთესად ნადირობენ, იკვებებიან და ცხოვრობენ.

 

წყარო : charliuss.com

Back to top button