ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

შხამიანი ობობების შემოსევა, რომლებიც ბრაზილიიდან ბანანებს შემოჰყვნენ და 2 საათში კლავენ ადამიანს

6a96a42e256d
“ბანანების გროვიდან ჩამოცვივდნენ ობობები და იატაკზე მიმოიფანტნენ, ხელზე კი შევნიშნე 3 მმ-ის ზომის ნაკბენი” – გვიყვება ქალბატონი, რომელმაც ობობები პირველად შენიშნა. მას ძალიან ეშინია მწერების და სანამ გონს მოვიდოდა და მტვერსასრუტით ახვეტავდა მათ, უკვე მოასწრეს სახლში მიმალვა. სურათის გადაღება კი მოახერხა და გამოსაკვლევად სასწრაფოდ გააგზავნა შესაბამის სამსახურებში. პასუხმაც არ დააყოვნა და ეს აღმოჩნდა საოცრად მომწამვლელი ობობა, რომელიც თავისი შხამის გამო გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი. მათი სახელია “Phoneutria nigriventer” – რომლის პირველი სიტყვა ბერძნულიდანაა აღებული და მკვლელს ნიშნავს. მისი შხამი 30 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გველის. კბენისას ადამიანებს უჩქარდებათ გულისცემა, მაღლა უწევს სისხლის წნევა, ეწყებათ ღებინება და შესაძლებელია სკვდილითაც დამთავრდეს.
7ca38bef42ab
მიღებულმა პასუხმა რა თქმა უნდა ძლიერ შეაშინა ქალბატონი ტეილორი. ის 29 წლისაა და 37 წლის ქმართან რიჩარდთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. წყვილს ორი ბავშვი ჰყავს. საბედნიეროდ, როცა დედამ ბანანი მოიტანა მათი ვაჟი ეზოში იყო ფეხბურთის სათამაშოდ და ხილისთვის ხელი არ მოუკიდია. გოგონა კი პატარაა. შეშინებული ოჯახი რამდენიმე დღით სახლიდან გადასახლდა. მათ სახლს კი დეზინფექცია გაუკეთეს, რადგან შესაძლებელი იყო, რომ სახლში მიმალულიყო მდედრი ობობა, რომელიც კვერცხების დადებას შეძლებდა და გამრავლდებოდა. ბანანის გამყიდველმა მაღაზიამ ოჯახს 2800 ევრო გადაუხადა მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ქალბატონი ტეილორი კი აცხადებს, რომ ბანანი ისევ ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა მის ახლოს გავლისაც კი ეშინია და მხოლოდ ქმარი იყიდის და კარგად შემოწმების შემდეგ წაიღებს სახლში.
af02dca0200b
64e684e1943d

წყარო : intermedia.ge

jashiashvili nika

davibade ama da ma wlebshi gavizzarde iq chemi saxelia is rac me mqvia,vcxovrob iq,sadac var axla

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close