საკითხავისასარგებლოსაქართველო

თითოეულ ქართველს გილოცავთ დიდი ილიას დაბადების დღეს!


ჭავჭავაძე ილია გრიგოლის ძე,დაიბადა 8 ნოემბერს 1937 წელს, სოფელ ყვარელში ართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა გაღარიბებული თავადის ოჯახში. 1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან – თბილისის გიმნაზიაში, 1857 – 1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა “აჩრდილი” (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; “ქართვლის დედა” (1860 წ.), “კაკო ყაჩაღი”, “მუშა”, “ელეგია” და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში.

ილია ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, “მგზავრის წერილებში”, რომელიც არა მარტო ავტორის ან “თერგდალეულების” მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს. ეს ნაწარმეობი არის ქართული სულის რენესანის პირველი ეტაპ. ამ ნაშრომში ილიამ ქართველებს მოუწოდა ერთიანობისკენ, რომ ჩვენ გარდა არის სხვა ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჩვენ დახმარებას საჭიროებს.

ილიას აზრით, ქვეყნის ასაღორძინებლად საჭირო იყო სამი რამ: შკოლა(იგივე სკოლა), თეატრი( ორივე ქართულ ენაზე რადგან იმ დროისთვის ჩვენ სამშობლოში მთავარ ენად რუსული იყო, ყველა დიდგვაროვანი რუსულად საუბრობდა, ქართული კი მხოლოდ მდაბიოთა ენად მიიჩნეოდა) და ბანკი. ამ სამ ინსტიტუტზე შესაძლებელი გახდებოდა ქვეყნის აღორძინება, რაც რეალურად განახორციელა ცხოვრებაში.

1863 წელს ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. საქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას.

70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ი. ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი.

მეოცე საუკუნის დამდეგს, გაუნათლებლობის გამო ქართულმა ერმა ვერ აიტანა ილიას პროგრესული იდეები, რადგან ჩვენთვის სიწმინდეს წარმოადგენს ყოველგვარი საერთო აზრი და ინდივიდის შესაძლებლობას ჩვენ არ ვაღიარებთ.

ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, … ეტლი გადახდილი იყო… წიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა,რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართა “ილია ვარ არ მესროლოთ” გიგლას პასუხი იყო “ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ” და უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმა …

1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურთან შეთქმულებით, კაენის ცოდვილა შთამომავლებმა, წუთისოფელს გამოვასალმეთ დიდი ილია.

მათ საქართველო მოკლეს!!!!

მათ საქართველო მოკლეს!!!!

მათ საქართველო მოკლეს!!!!

დიადო მგოსანო, ყველანი ერთად ვდებთ ფიცს შენს წინაშე, რომ შენს მიერ აფრიალებული დროშა არ დავწიოთ დაბლა, არამედ გვეჭიროს იგი მაღლა, თვალსაჩინოდ და ვემსახუროთ შენს მიერ ნაანდერძევ იდეალებს. ღმერთმა ქნას ვაჟას ანდერძით მაინც გამოგვესყიდოს ჩვენი საერთო დანაშაული ……

“მშვიდობით, ძმაო! – გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარ საუკუნის განმავლობაში ერთს უღელს ვეწეოდით; ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტოდ დარჩენა, დაობლება საძნელოა, მაგრამ ეჰ, არ ღირს პირადობაზე რაიმეს თქმა და ისიც ჩვენში დღეს!..შენ კი შენი ქვეყნიური ვალი შეასრულე და განისვენე სამარადისოდ, ამიერიდან ეკუთვნი ისტორიას. შენი საქმეები და ღვაწლი თავის-თავად იღაღადებენ. “
იხილეთ ვიდეო:

მეორე ვიდეო მასალა:

მესამე ვიდეო მასალა:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close