არქივი

როგორ ვიმოქმედოთ ხანძრის დროს

სიტუაცია : ხანძარი ბინაში

ხანძრის გამომწვევი შესაძლო მიზეზები :

* ასანთთან და ელექტრო მოწყობილობებთან მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული  ბავშვების თამაში;
* საწოლში სიგარეტის მოწევა, განსაკუთრებით არაფხიზელ მდგომარეობაში;
* ცეცხლთან სიფრთხილის გარეშე მოპყრობა ( საღებავების და იატაკის საცხის გაცხელება, სარეცხის ქურასთან გაშრობა და ა.შ );
* ელექტრო მოწყობილობების და ნათურების ფარდებთან და ხის კონსტრუქციებთან ახლოს განთავსება;
* ერთ სტეპსელში ერთდროულად დიდი რაოდენობით ელექტრო მოწყობილობების ჩართვა ( ყურადღება არ მოადუნოთ “ტრაინიკთან”, რადგან ჯამური დატვირთვა გათვლილია  1.5 კილოვატზე );
* ელექტრო მოწყობილობების მოკლე ჩართვა ( თუ ისინი სველი, გადაგრეხილი, ან ლურსმნებით დაჭედებული არიან );
* ბენზინის ან გამხსნელის გამოყენება ტანსაცმლის გასუფთავებისთვის;
* თუ მაგიდის ნათურას გადააფარებთ გაზეთს ან მატერიას.

3212858ebb12

თუ თქვენ ვერ ჩააქრეთ ცეცხლი რამდენიმე წამის განმავლობაში, მისი გავრცელებამიგვიყვანს დიდ ხანძრამდე.

202f1bcdf02c

თქვენი მოქმედება ზემოთ ხსენებულ საგანგებო სიტუაციაში:

* დაუყოვნებლივ გამოიძახეთ მეხანძრეები თქვენ თვითონ, მობილური ტელეფონის, ან მეზობლების დახმარებით. ხანძრის შესახებ შეატყობინეთ კარის მეზობლებს, სთხოვეთ მათ უსაფრთხო ადგილას გაიყვანონ ბავშვები და მოხუცები, ასევე საქმის კურსში ჩააყენეთ სხვა სართულების მცხოვრებლები.
* არ დაელოდოთ მეხანძრეების მოსვლას, მეზობლების დახმარებით დაიწყეთ ცეცხლის ქრობა თქვენს ხელთ არსებული საშუალებებით ( ცეცხლმაქრით, სქელი დასველებული მატერიით, კიბეებთან არსებული სახანძრო ონკანებიდან ). დენის გადასვლის საშიშროების შემთხვევაში, ბინაში გამორთეთ ელექტრო ენერგია ( ჩამრთველ-გამომრთველი ავტომატი – ელექტრო პანელზე ). გახსოვდეთ: ადვილად აალებადი ხსნარების წყლით ჩაქრობა არაეფექტურია. უკეთესია ცეცხლმაქრის, ქვიშის, ან საყვავილე ქოთნის მიწის გამოყენება. არ გააღოთ ფანჯრები და კარებები, ცეცხლთან ჰაერის მისვლის თავიდან აცილებისათვის, არ ჩაამსხვრიოთ შუშები. მაგრამ თუ აუცილებელია გააღოთ ან გამოანგრიოთ კარები ცეცხლმოკიდებულ ოთახში, ხელებით დაიფარეთ სახე და დადექით კარის გვერდით, რომ არ დაგწვათ ოთახიდან გამოსულმა ცეცხლმა.

048b39f6a898

* თუ თქვენ თვითონ ვერ აქრობთ ცეცხლს, დაუყოვნებლივ დატოვეთ ბინა და დახურეთ კარი. მეზობლების მეშვეობით კარს გარედან ასხით წყალი, რომ თავიდან აიცილოთ ცეცხლის სადარბაზოში გავრცელება. ორგანიზება გაუკეთეთ სახანძროსთან შეხვედრას, მიუთითეთ ცეცხლის ეპიცენტრი, შეატყობინეთ არიან თუ არა ცეცხლმოდებულ ბინაში ადამიანები. კიბეების დახმარებით ევაკუაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ ბალკონის სახანძრო კიბე, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში გადით ბალკონზე, მყარად მოიხურეთ კარი და ყვირილით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით ეცადეთ მიიქციოთ გამვლელების და მეხანძრეების ყურადღება. არ ეცადოთ დამოუკიდებლად გადახვიდეთ მეზობელ ბალკონზე, ეს სახიფათოა!

გირჩევთ საგანგებო შემთხვევის დადგომამდე მიხვიდეთ სადაზღვევო კომპანიაში და დააზღვიოთ ქონება ხანძრის შემთხვევაზე, ხოლო დოკუმენტები და ფული შეინახოთ თქვენი ოჯახის წევრებისათვის ცნობილ ადგილზე, ხანძრის დროს მოულოდნელი ევაკუაციის აუცილებლობის შემთხვევაში მათი ადვილად გამოტანის მეტი შანსისათვის.

შემდეგ სტატიაში განვიხილავთ შესაძლო და აუცილებელ მოქმედებებს სამზარეულოში გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში.

abda

abda ubda
Back to top button