ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 70-ე ნაწილი

უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 70-ე ნაწილი

 

 


1. ნამდვილი სანტა კლაუსი

თქენ ფიქრობთ, რომ ნამდვილი სანტა კლაუსი არ არსებობს? და, აბა, რას გვეტყვით ამაზე : გვატემალის (სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში) სახანძრო სამსახურის თანამშრომელი გამოეწყო სანტა კლაუსის ფორმაში, იმისათვის რომ გაეხარებინა ღარიბი უბნის ბავშვები …

მეხანძრეები ყოველდღიურად ხვდებიან საშიშ სიტუაციებში. ისინი გადიან ინტენსიურ მომზადებას, სწავლობენ საგანგებო სიტუაციებში გამკლავებას და გამოუვალი სიტუაციებიდან თავის დაღწევას, მეხანძრის სამუშაო არაპროგნოზირებადია, დაზიანების რისკი და გარდაცვალება ძალიან მაღალია.
მარამ მაინც – კოლეგებმა მეხანძრე ჩაუშვეს „სპეციალური სადაზღვევო“ თოკით პირდაპირ ბავშვებთან, რამაც ბავშვებში ჯერ გაკვირვება გამოიწვია, ხოლო შემდეგ უსაზღვროდ გაუხარდათ !!!


აბა, რატომ არ არის ნამდვილი სანტა!!!




2. შურისძიება თავზეხელაღებულ მძღოლზე

ერთ-ერთი პოლონური სოფლის მაცხოვრებლები ძალიან შეაწუხა თავზეხელაღებულმა მძღოლმა, რომელიც ავტომობილით დაქროდა გზებზე და აშინებდა ფეხით მოსიარულეებს.
შურისძიების მიზნით, ჭკუა რომ ესწავლებინათ გამოუსწორებელი და უგუნური მრბოლელისათვის, სოფლის მკვიდრმა მაცხოვრებლებმა მისი მანქანა ხეზე აიტანეს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და იქ განათავსეს;
გაკვეთილი სასარგებლო აღმოჩნდა თავზეხელაღებული მძღოლისათვის, და მან პირობა დადო, რომ დაიცავდა საგზაო წესებს და საფრთხეს აღარ შეუქმნიდა ფეხით მოსიარულეებს…

3. ეს სასაცილო ხუმრობა ტყუპებთან გაგაღიმებთ და აგავსებთ პოზიტიური განწყობით;
ნახეთ ვიდეო:

4. რას არ გააკეთებ მოგების გულისთვის?

რას არ გააკეთებ მოგების გულისთვის? – და აი, 39 წლის გერმანელ მაცხოვრებელ ანდრეას მულერს (Andreas Muller)
ისე უნდოდა მანქანის მოგება, რომ თვალიც კი არ დაუხამხამებია – გაიკეთა ტატუ სიტყვით «Mini» სასქესო ორგანოზე;
„შეშლილმა“ გერმანელმა, ეს გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს რადიოთი კონკურსი, რომელშიც თამაშდებოდა პრიზი – ავტომობილი Mini Cooper-ი (ფასი შეადგენდა $ 30 000 ამერიკულ დოლარს). კონკურსის პირობები ასეთი იყო : ის, ვინც გააკეთებს ყველაზე დიდ გიჟობას მიიღებს მანქანას !
მულერმაც გადაწყვიტა გაეკეთებინა სიტყვის “Mini” ტატუირება თავის სასქესო ორგანოზე და რასაკვირველია, მოიგო ავტომობილი. რადიოს ეთერში გადასცეს, თუ როგორ ყვიროდა ტკივილისაგან, როცა მის მგრძნობიარე ადგილას, აკეთებდნენ ტატუს … მამაკაცი აცხადებს, რომ ტკივილი ღირდა ჯილდოდ. ბოლოს გახარებულმა მულერმა ჟურნალისტებთან აღიარა შემდეგი: „ტკივილი გაივლის, ხოლო ავტომობილი დამრჩება ! “

5. საკრუიზო გემი მოხვდა ქარიშხალში
ნახეთ ვიდეო:

ფარული ჩანაწერი კამერიდან:
გემი მოყვა ქარიშხალში (ინგლ. storm). ქარიშხალი ძალიან ძლიერი ქარია, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მ/წ აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას იწვევს, ხოლო ხმელეთზე კი ნაგებობათა ნგრევას. ქარიშხალი ამოვარდება ტროპიკულ და ტროპიკებსგარე ციკლონების გავლისას, სმერჩისა და ტორნადოს დროს…

6. ფარული კამერა:
ბავშვები თამაშობენ ეჭვიანობის და ფლირტაობის სცენას, ნახეთ ვიდეო:


7. ბორდერ კოლი – (Border Collie).
ბორდერ კოლი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალური და სწავლებადი ძაღლის ჯიშად.
ნახEთ ვიდეო:

8. არაბეთის გაერთიანებული ემირატების კუთვნილ აერობუს A380-ს დუბაი-ლონდონის რეისის შესრულებისას მეხი დაეცა.
თვითმფრინავის ბორტზე იმ მომენტში 500 ადამიანი იმყოფებოდა. ეს დრამატული მომენტი ფოტოგრაფმა კრის დოუსონმა გადაიღო. მიუხედავად ამ მოვლენისა აერობუსმა რამდენიმე წუთის შემდეგ მშვიდობიანი დაშვება განახორციელა… საბედნიეროდ, მგზავრები არ დაშავებულან!!!


9. 2 წლის წინანდელი ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდა £ 4,160 ფუნტ სტერლინგად…

აუქციუონზე ბევრი რამის შეძენა შეიძლება, მაგრამ ტორტის ნაჭერი? აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტორტის ნაჭერი 2 წლის წინანდელია, მაგრამ პრინცი William-ისა და Kate Middleton-ის საქორწინო ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდა
The Daily Beast იუწყება, რომ საქორწილო ტორტის სამეფო ოჯახის უცნობმა თაყვანისმცემელმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ აუქციონზე პრინცი William-ისა და Kate Middleton-ის საქორწინო ტორტის ორი წლის ნაჭერი შეიძინა ! ჯერჯერობით უცნობია რას უპირებს ტორტის ნაჭერს პატრონი – დააგემოვნებს თუ მომავალი თაობისთვის შეინახავს?


საქმე იმაშია, რომ საქორწინო ტორტს სამეფო ტრადიციის მიხედვით სპეციალური რეცეპტით ამზადებენ – ის 30 თვის განმავლობაში არ ფუჭდება – პირიქით დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო გემრილი ხდება. სხვათა შორის, მისი დიდი ნაწილი ჯერჯერობით ისევ სამეფო ოჯახის საკუთრებაში რჩება და მნიშვნელოვან ივენთებზე სტუმრებს სწორედ საქორწინო ტკბილეულით უმასპინძლდებიან – მაგალთად პრინცი George-ს ნათლობის წერემონიალზე.
საინტერესოა ის ფაქტი, თუ საიდან და როგორ მოხვდა ტორტის ნაჭერი აუქციონზე? — ამ მომენტამდე იდუმალ თავსატეხად რჩება…


როგორც ცნობილია, საქორწილო ტორტი დამზადებულია სპეცილური რეცეპტით – იგი შეიცავს „Fiona Cairns“ – 17 ინდივიდუალური ხილის ნამცხვრებს. 

10. Grand Canyon არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ხეობა მსოფლიოში:

11. გასაოცარი ადამიანები
პლანეტის ყველაზე ექსტრემალური ადამიანების შთამბეჭდავი კოლექცია :

ნახეთ ვიდეო:

12. გოგონა ელფის ყურებით და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩებით !~
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის 22 წლის მცხოვრებმა კრისტინა რეიმ ტუჩების გადიდებაში 4 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. მან 100 სილიკონის ინექცია გაიკეთა. შედეგად, რეი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩების მფლობელი შევიდა.

თუმცა კრისტინა ამან არ დააკმაყოფილა და სულ ცოტა ხნის წინ ელფის ყურებიც გაიკეთა. როგორც თავად ამბობს, მისი იდეალი ცხოვრებაში არის მულტფილმის გმირი კურდღელი ჯესიკა და ცდილობს, მას დაემსგავსოს…

რუსი გოგონა -კრისტინა რეი პლასტიკურ ოპერაციებს 17 წლიდან იკეთებს და გაჩერებას არ აპირებს.
ნახეთ ვიდეო:

loading...
თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close