ახალი ამბებივიდეოებიუცნაური

ახალგაზრდა პროგრამისტმა სიკვდილის შიშით სხეულში ჩიპი ჩაისვა

888a8fcb8ee1
მამაკაცმა, რომელიც თავისთავს ბიო-ჰაკერს უწოდებს, გადაიტანა მძიმე ოპერაცია, ანესთეზიის გარეშე მან მკლავზე უზარმაზარი ჩიპი ჩაისვა.

ტიმ ქენონმა, პიტსბურგში მდებარე Grindhouse Wetware კომპანიის გამომგონებელმა მექანიკოსმა და კონსტრუქტორმა, საკუთარი სურვილით სხეულში ჩიპი ჩაისვა, რომელიც სხეულში მომხდარ ყოველგვარ ტემპერატურულ ცვლილებებს დააფიქსირებს. ეს სხეულში მოთავსსებული მოწყობილობა ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება პლანშეტს. მას მწვანე მოციმციმე ღილაკი აქვს, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება ტიმის კანზე.

მამაკაცის თქმით, ის გახლავთ პირველი სულიერი, რომლის სხეულშიც მოხდა მსგავსი აპარატის ჩამონტაჟება. მისი განცხადებით, ეს აპარატი მას სრულყოფს და დიდი ხნით იცოცხლებს.
კომპანია Grindhouse Wetware მიმართულია ხელმისაწვდომი და ადამიანის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიების შექმნისა და ძველის განახლებისაკენ.

ბატონი ამბიციური ქენონის აზრით, მისი მიზანია ორგანიზმის  ელოქტრონული მოდიფიკაცია. YouTube MotherboardTV -სთან ინტერვიუში ქენონმა, განაცხადა: „მე მინდა ვიცოცხლო ათასი წელი. მე არ მინდა მოვკდე, ანდა რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს სიკვდილი ჩემთვის გაუგებარია?!“
910c2525bfb9
ჩიპის სხეულში განთავსების პროცედურა, მხატვარმა და სხეულის მოხატვის სპეციალისტმა სტივენ ჰავორტმა ჩაატარა.

თქმით, ეს პროცედურა ჩატარდა ანესტეზიის გარეშე, ვიადან სპეციალური  ლიცენზიის გარეშე ნარკოზის გამოყენება აკრძალულია. ტკივილის გასაძლებლად მოხალისე-ავანტიურისტმა ყინული გამოიყენა.

ბატონი ქენონის თქმით, ჩიპის ჩასმა, რომელიც ბანქოს ჩასადების ზომისაა, წარმოუდგენლად მტკივნეული და შემზარავი იყო.

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button