უცნაური

ქართული ენის საიდუმლოებები

0196e65e1520

ქართული ენა მსოფლიო ენების დედაა და მას შემთხვევით არ ეწოდება “დედა ენა”. საქართველოდან დაშორებულ ყველაზე უშორეს დედამიწის წერტილშიც მცხოვრებ აბორიგენებშიც კი მოიძებნება ნაშთები ძირძველი ქართული სიტყვებისა ზოგში ერთნი ზოგში მეორენი მაგ: მე, შინ, მამა, რა… ზოგჯერ ისეთ სიტყვებსაც შეხვდებით რომ გაგიკვირდებათ. სამწუხაროდ დღევანდლი ქართული საკმაოდ დაბინძურებულია ბარბარიზმებით და რაც დრო გადის უფრო და უფრო იშლება კვალი ძირძველი “დედა ენისა”. ასევე რთულია დაადგინო ესა თუ ის სიტყვა შემოსულია თუ გასულია საქართველოდან.
სამწუხაროდ არ არსებობს კვლევა და ვერ მოვიძიე ვერცერთი მეცნიერული ნაშრომი ერთგვარი თანხვედრი სიტყვებისა ქართულსა და მსოფლიო ენებს შორის.
თუმცა ამ ძებნაში ერთი წესი დადგინდა ქართული სიტყვის ბარბარიზმიდან გასარჩევად. თუ სიტყვა ქართულია ასიდან ასი პროცენტით შესაძლებელია მისი განშლა ანუ მასში აუცილებლად ჩადებულია, ჩამარხულია ჩაკოდირებულია იმფორმაცია (გაგება).
როდესაც არქეოლოგები ამა თუ იმ ტერიტორიაზე გათხრებს ატარებენ, ხსნიან სარკოფაგებს, ხოლო მიღბული არტეფაქტებით მსჯელობენ იმ ადგილის ისტორიაზე, სოციალურ თუ კულტურულ მდგომარეობაზე.
ასევეა ქართული ენა ” დამარხული ენა” და მას წერაქვით და ნიჩაბით ვერ გახსნი მისი გახსნა (ახსნა)მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ანბანს შეუძლია.
მოგეხსენებათ ქართული ენა სამი ანბანის მფლობელია ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
ასომთავრული და ნუსხური უძველესია და მისი ფესვები ოქროს საწმისთან და კიდევ უფრო შორს ბაბილონის ეპოქას შორდება, ხოლო რაც შეეხება მხედრულს ერთი შეხედვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ პერიოდს უნდა ემთხვევოდეს. მეცნიერები ამას ერთგვარ ქრისტიანული ზეგავლენის ასოთა რეფორმად შერაცხავდნენ, მასში ქრისტიანული ელემენტების ფართოდ არსებობის გამო, მაგრამ არც ასე იოლადაა საქმე.
სამივე ანბანში ერთი ხელწერა შეინიშნება. თვითოეული დამწერლობა განსხვავდება და განსხვავებულობით ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს.

7e5e932434f4

ისმება კითხვა. სხვადასხვა ეპოქაში როგორ შეიძლება ერთი ხელწერა იყოს ან ერთმა კაცმა დაწეროს, ხოლო თუ სხვადასხვა კაცის ქმნილებაა ერთი სულიერება როგორ აქვს?
რას ვიძახით იმ შემთხვევაში, როდესაც არც სახელი ვიცით არც გვარი ვინც შექმნა ქართული ანბანი?
პასუხი: ანბანი შექმნა ვიღაც სულიერმა.

აქვე ვიტყვი ვინმე სულიერმა შექმნა ანბანი არა თავისი მონახაზის ინტერპრეტაცით, არამედ ზენების კარნახით. მხოლოდ ამით აიხსნება სხვადასხვა ეპოქაში ანბანის ერთი ხელწერა.
რადგანაც მატერიალურ სამყაროში არა მატერიალურ მტკიცებულებებს არგუმენტებად არ სცნობენ, ამიტომ მისი დამტკიცებას შევეცდები შესაბამისი ატეფაქტებით.
სიტყვა სულიერი შესდგება ორი სიტყვის ერთებით სული+ერი, ანუ არამატერიალური სუბსტანცია (სული)-ს და მატერიალური სუბსტანცია
(ერი)-სგან. თვით სიტყვა სულიც კი(რომელიც არამატერიალურია და მატერიალური მტკიცებულობის არ ქონის გამო ბევრმა მეცნიერებამ უარყო მისი არსებობა) შედგება ფუძიდან (სულ), რომელიც მარადიულს, უსასრულოს ნიშნავს.”სულ -ი”
ანუ ეს ყოველივე ნიშნავს და ქართული სიტყვა გვამცნობს რომ ანბანი შექმნა სულიერმა, სულის კარნახით, რომელიც მატერიალურად კაცმა შეასრულა.
თვით სიტყვა “ზენების” შესდგება ორი სიყტვის სინთეზისგან “ზე” -ანუ ზემდგომი და “ნების”-სგან ნებისმყოფი.
ქართული ანბანის დამარხულ ცნობიერებაში ორი დასტურია საჭირო რომ ის ჭეშმარიტად შეიცნო. ანუ ეს რას ნიშნავს: ერთი სიტყვის სინთეზი გაყოფა შეიძლება დამთხვევა იყოს ხოლო მისი კვლავ სხვა გაყოფით ეს უკვე დასტურია.
ამ შემთხვევაში გამოვყავით ზე-ნების “ზე” და “ნება”, ხოლო მეორე ცნობიერებთ იყოფა ასე: ზ- ენების “ზ” და “ენები”
ზ-ქართულში მეშვიდე ასო ნიშანია და ჰქვია ისედაც ზ(ზენ)
ქართველებს ძალიან გვიყვარს ციფრი შვიდი სამი შვიდიანი კიდევ განსაკუთრებით. ზოგი ამბობს შვიდი კარგი ციფრიაო, ზოგი კარგი ენერგეტიკის მატარებელიაო, ზოგი კი ღვთიურიაო, მაგრამ ზუსტად არავინ იცის. მოდით ვნახოთ ქართულ ანბანში (სრულ ანბანში ს.ს. ორბელიანის)
პოზიციურად რა ასოებია შვიდთან თანხვედრაში ესენია:
ზ(ზენ)-7
ო(ონ) -70
ღ(ღან)-700
ჴ (ჴარ)-7000 ეს ასო არ არის ხ(ხან) რომელიც 6000 არამედ ის ჴ რომელსაც ამოღებულია ხმარებიდან თუმცა ლოცვაში ვამბობთ.
მამაო ჩუ̂ჱნო, რომელი ჴარ ცათა შინა;

რაც შეეხება ასო “ღ”-ს მისი მოხაზულობა უსასრულობიდან მოდის და აკეთებს თავთან სპირალურ ბრუნს. პირველი რაც ამ ასოს უკავშირდება ეს არის ღმერთი. ამ სიტყვაშიც ორი სინთეზი ღ-(მე)რთი და ღმ-(ერთი).

როგორც უმეტესობამ გაიფიქრა ალბათ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა:აბა ღორი?
ღ(ღმერთი) ორი არ შეიძლება იყოს, (ეს კანონია ერთის უნიკალურობის)
თუ ორია შეიძლება იყოს სამი, ასი და ათასი… ეს კი ღ-ორობაა…

რაც შეეხება ასო “ო”-ს ის უფალს აღნიშნავს – ძე ღვთისას. იგი ღ-ს გავს მაგრამ არა სრულ ანუ მასში ღმერთიცაა და კაციც, რითაც მისი ორი ბუნებაა აღიარებული.
თუ გახსოვთ ქართული ასოების წერას სწავლობენ სამ განყოფილებიან უჯრედში სადაც ორი დიდი ნაწილია თავი და ძირი,ხოლო შუაში იმყოფება ზომიერი უჯრედი სწორედ ამ საშუალო, ზომიერ უჯრედში იწერება ასო “ო”
ეს ნიშნავს განზომილებად სამყაროში მოვლენილს. (გაკვეთილი -2)
“ო”-ს მცნება არის უფლის მცნება.
მოდით ვნახოთ მისი მნიშვნელობა სიტყვებში.
მაგალითად: რა – ეს სიტყვა ასოცირდება მზესთან და გზასთან, ხოლო თუ მას “ო”(უფალი) ასო უზის ვღებულობთ “რაო”? ეს ნიშნავს თხოვნას ახსნას რაიმესი ანუ ქვეცნობიერად ვითხოვთ გზის უფლის დანახვას.

ხალხური ზეპირსიტყვიერება ასე ამბობს რაო-ზე
“რაო, რაო ჩემო და ო
დამანახე უფლის გზაო.”

ჩემს მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებას თუ გაეცანით “ოქროს საწმისი – მედეა შეწირული – უფლის კვართი”

იქ ქართულ ანბანზე ასეთი მოსაზრება გამოვთქვი:
“ესე ანბანი არიეს”
თუ ახსნას მოვითხოვთ და მოვითხოვთ ჭეშმარიტების დანახვას, ვიტყვით რაო?
რაო? რაო?
ყოველივე იხსნება და პასუხად ვღებულობთ:
“ესე ანბანი არიესო”

და იხსნება სრული ჭეშმარიტება ქართულ ანბანთ საიდუმლოსი თუ რატომ არის ის დამარხული და რატომ არის ის იესოს ენა, რატომ იქნება ამ ენით მხილება ყოველივესი.
“ესე ანბანი არ იესო”

ასევე წინა გაკვეთილზე თვით სიტყვა “იესო”-ს და “მესიის” ქართულ ახსნას გაგებას შეგპირდით. მოდით მხოლოდ ფაქტებით დავამტკიცოთ და (გ)ავხსნათ
დაფარული ქართული ენით.
ყოველივე იხსნება ასო ცით
(ი.ხ. http://kakhaberchichinadze.blogspot.com/2012/09/3×40120.html)
იესო

ი – მხედრული მეათე ასო ნიშანია სრულ ქართულ ანბანში ( იხ. დანართი)
ასევე რომაულად ათი გამოისახება X , ანუ იგივე X (იქსი) ახსნას საჭიროებს.

Xესო

ი – ასომთავრული რიგითობით ოცდამეხუთე ასო ნიშანია, ხოლო ციფრული მნიშვნელობა აქვს 700 და არის ღ(ღან) ( თუმცა 25 ანუ 2+5=7,ხოლო მე7 ასოა ზ-ზენ)

ღ(ღმერთი) ესო

არა აცვეს, არამედ ღმერთის და საკუთარი ნებით ესო.

მეორე დასტური: ღ(ღმერთი) -ეს-ო

ეს

არა ის უხილავი განუზომელი ღმერთი ესო, არამედ მოსული განკაცებული
და მასზე ითქმის არა “ის” ღმერთი არამედ “ეს”, ხოლო ასო “ო” ზემოთ ვისაუბრეთ უფლის აღმნიშვნელია.

მივიღეთ: ღ(ღმერთი) -ეს- უფალი = იესო

ხოლო სიტყვა მესია

რადგანაც ყოველივე არსებული თუ არაარსებული შემოქმედი ღმერთისაა ანუ ვამბობთ – მისია
ხოლო როდესაც მოგვივლინა თვსი ძე ღმერთი განკაცებული მეობით და მისცა ყოველივე მას იქცა გამოთქმა ყოველივე უფლისაა ანუ მესია
მე-სია

(უფრო დეტალურად ნახეთ: http://m.youtube.com/watch?v=vDQLL0pJ1yE)

აქვე მინდა გაგახსენოთ რომ მთელი ბიბლიური ახალი აღთქმის სწავლება და იგავები ვენახზე, ყურძენზე, მის მოვლაზე, მის რქაზე,ხოლო ღვინო არის სისხლი უფლისა და რა საკვირველია მხოლოდ ქართველები ვეძახით ამ სითხეს ღვინოს (სხვანი: ვინო(რუს), ვაინ(ინგ)….)
ღ-ს გარეშე იგი მხოლოდ სითხეა ბახუსის მომცემი, ხოლო ღ-თი ის არა ღრეობის სასმელად, არამედ ღვთიურ სასმელად იკურთხევა რითაც სრულდება ყველა რიტუალი დაბადებიდან აღსასრულამდე.
და ღვინო იგი (ზემო სწავლებიდან გამომდინარე)აიხსნება ასე
ღ(ღმერთი)ვინ(ვინაობით)ო(უფალი)

ღმერთი ვინაობით გამოჩნდა უფალში და სისხლი მისი არის ღვინო.

ხოლო ციფრი შვიდი რადგან ზ-ე, ღ-მერთთან, ო- უფალთან, ჴ-ართან უკავშირდება იგი უნდა ნიშნავდეს ზომიერებას სათნოობას როგორც უფალი
და ქართული სიტყვის სიმარტივე სირთულისა მდგომარეობს იმაში რომ მხოლოდ შვიდზე მ-ს დამატებით მიიღება მ-შვიდი, ხოლო საყოველთაო სიმშვიდე მშვიდ-ო-ბად.

ერთმა ღვთისნიერმა ქართველმა კუთხით გურულმა მითხრა კომუნისტების მოსვლამდე, როგორც სრულიად საქართველო ჩვენც პირველ სასმის უფლის დიდებისას შევსვამდით. არც წითლების მოსვლის შემდეგ შეუწყვეტიათ პირველ სასმისად უფლის სადიდებელი მოხერხებულ გურულებს, მხოლოდ მას შეფარულად მშვიდობის სახელით მოიხსენიებენ.
ასე რომ საქართველოს ამ ერთერთ ულამაზეს კუთხეში არასოდეს შემწყდარა ლოცვა უფლის სადიდებლისა.
უფალია – თვით სიმშვიდე და უფალია მშვიდობა.

სადაც მშიდობაა იქაა უფალი.
მშვიდობა თქვენდა
უფალი თქვენთანაა.

ბოლოსიტყვაობა: იოანე ზოსიმეს სიტყვები ქართული ენის მიძინებულ
დამარხულ ცნობიერებაზე მის მნიშვნელობაზე არ გახლავთ მისი
ურა პატრიოტული სურვილი თვისი ენა ექო და ედიდებინა.
ვისაც მისი სჯერავს ამ გაკვეთილსაც დაიჯერებს.

“ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი” – მამა გიორგი ბასილაძე.
არც ეს სიტყვები გახლავთ ისე პატრიოტიზმით ნათქვამი მას დიდი სიღრმისეული აზროვნება ჭირდება. ამაზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ.

წყარო: urakparaki.com

მსგავსი ამბები

Back to top button