საკითხავისასარგებლო

ძალადობა მოზარდებს შორის

XXI საუკუნის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ძალადობა მოზარდებს შორის. ჩემი აზრით , ბავშვებს, რომლებიც დანაშაულს ჩადიან არ ჰყავთ ადამიანი, ვინც დაელაპარაკება, რჩევას მისცემს, ან თუნდაც უბრალოდ მოუსმენს მათ.

მოდით დავიწყოთ თავიდან… ბავშვის აღზრდა ყველაზე დიდ როლს თამაშობს მის შემდგომ ცხოვრებაში. ბავშვის ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს ტელევიზორში ნანახი მულტსერიალები მახინჯ ვამპირებზე, რომლებიც საათობით გაჰყვირიან: “მოგკლავ!” შემდეგ ბავშვები გადიან ქუჩაში და ეხლა ისინი დასდევენ ერთმანეთს ყვირილით: “მოგკლავ!” მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ 7 წლამდე ბავშვი1 საათზე მეტ ხანს თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, სადაც გამუდმებით ვიღაცას ესვრის და კლავს, მის ფსიქოლოგიაში იბეჭდება სისხლიანი მკვლელობები, და შემდეგ თვითონაც უჩნდება სურვილი მსგავს სიტუაციაში მოხვდეს და ვინმე მოკლას. ფსიქოლოგებმა უკვე აღნიშნეს, ბოლო დროს იმატა მშობლების რაოდენობამ, რომლებიც შეშინებულნი მოდიან მათთან და უყვებიან თავის 10 წლამდე შვილზე, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან და იმუქრება, რომ თუ ვინმე ამას დაუშლის მოკლავს. საფრთხე მართლაც ძალიან სერიოზულია.

მოზარდთა ფსიქოლოგიის დამახინჯება ასევე შეიძლება გამოიწვიოს მშობლებს შორის წარმოქმნილმა კონფლიქტმა. ბავშვები ყოველდღიურად მომსწრენი ხდებიან ჩხუბის და ზოგ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობისაც.

14-16 წლის მოზარდებს საზოგადოებაში დამკვიდრების, თავისი ადგილის პოვნის სურვილი უჩნდებათ. ისინი პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ. მართალია მათი ცხოვრების გამოცდილება საკმაოდ ღარიბია, მაგრამ სამაგიეროდ წარმოსახვის უნარი და მისწრაფებები საკმაოდ მაღალი. ძირითად შემთხვევაში ისინი ვერ ნახულობენ კანონიერ გზას მათი მიზნების განსახორციელებლად. მათ ამ ასაკში განსაკუთრებით სჭირდებათ ვინმე მათზე უფრო ჭკვიანის თანადგომა.

ტიმ კრეჩმერი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაში. მამამისი წარმატებული ბიზნესმენი იყო, ამიტომ ოჯახს მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ მოწესრიგებული ჰქონდა. ტიმს მამა ძალიან მკაცრად ზრდიდა და როგორც ნათესავები ამბობენ, იგი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი იყო. მაგრამ კლასელებისგან თავი შორს ეჭირა, არც გოგონებთან იყო ახლოს და ბიჭებსაც თავს არიდებდა. ბოლო დროს იგი ძალიან დიდ დროს ატარებდა ჩეტში, სადაც კითხულობდა მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტიმი 2008 წლიდან ხშირად სტუმრობდა ფსიქიატრს.

10 მარტს მან თავის ვირტუალურ მეგობარს წერილი მისწერა: “საკმარისია, დამღალა ამ საშინელმა ცხოვრებამ. არაფერი იცვლება, ყველა დამცინის და ვერავინ ხედავს რა შემიძლია. მე იარაღი მაქვს, ხვალ ჩემს ძველ სკოლაში წავალ და მათ სეირს ვუჩვენებ. თვალყური ადევნე საინფორმაციო გადაცემებს, ჩემს შესახებ შენ კიდევ გაიგებ. მხოლოდ ქალაქის სახელი დაიმახსოვრე- ვინენდენი…” მისმა მეგობარმა ეს წერილი არასერიოზულად მიიჩნია, მაგრამ მეორე დღეს ტელევიზიით საზარელი ინფორმაცია გადმოსცეს…

11 მარტს, დილით, ადგილობრივი დროით დაახლოვებით 9 საათსა და 30 წუთზე, სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი ტიმი სკოლაში შევიდა და იქ მყოფთ ცეცხლი გაუხსნა. მოსწავლეები პანიკამ მოიცვა, ყველა გასასვლელს მიაწყდა. ტიმი მათ პირდაპირ თავში უმიზნებდა და კლავდა. ძირითადად მისი სამიზნე გოგონები იყვნენ. შემდეგ ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. ტიმი გარეთ გავიდა, აქ მან კიდევ იმსხვერპლა რამდენიმე უბრალო გამვლელის სიცოცხლე და ბოლოს თავი მოიკლა.

ბოლოს გაირკვა, რომ ყმაწვილი მეგობარ გოგონაზე იყო გაბრაზებული, ლაპარაკია 16 წლის შანტან შილზე. იგი დიდ ხანს მეგობრობდა ტიმთან, მაგრამ როგორც ჩანს ბიჭი ყოველთვის ოცნებობდა მასთან რომანტიკულ ორთიერთობაზე. ბოლოს ტიმმა გადაწყვიტა გოგონასთვის თავისი გრძნობის შესახებ ეთქვა, მაგრამ მან უარი მიიღო. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დახოცილთა შორის უმრავლესობა გოგო იყო. ტიმის მიერ გასროლილი პირველი ტყვია კი შანტელს ეკუთვნოდა.

(თუ ვინმეს გაინტერესებთ ამ ამბის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ ambebi.ge-ზე იხილოთ)

თეგები
Back to top button
Close
Close