კულტურა

”Google”-ს სურს ენერგეტიკული კომპანია გახდეს

cfec35c2c73f
”Google”-ს სურს ენერგეტიკული კომპანია გახდეს

ინტერნეტ-გიგანტმა, კომპანია ”Google”-მა გადაწყვიტა ენერგეტიკული კომპანია გახდეს. როგორც ბრიტანული რადიოსადგური ВВС იტყობინება, კომპანიის ხელმძღვანელობამ აშშ-ის ხელისუფლებას ენერგეტიკული ბიზნესის სფეროში (მათ შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში) მუშაობის ლიცენზიის მოპოვების განცხადებით მიმართა.

ამ მიზნით შეიქმნა კომპანიის ფილიალი ”Google Energy”. როგორც ”Google”-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ნიკი ფენვიკი აცხადებს, კომპანიის სპეციალიზაციის სფეროს გაფართოვება კომპანიას ელექტროენერგიის გადასახადზე უფრო მოქნილი ტარიფების დაწესების საშუალებას მისცემს.

ამასთანავე, უკვე ცნობილია, რომ ”Google Energy” ალტერნატიული ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის განახლების საკითხებითაც დაკავდება.

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button