ახალი ამბებიგასართობივიდეოები

სკოლის მოსწავლეთა ოცნება ინგლისში ახდა!

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლიდსში დაიწყო ფედერალური გამოძიება ქალაქის ერთ-ერთი სკოლის დირექციის წინააღმდეგ. გამომძიებელის თქმით, სკოლის შეფობამ 11 წელს გადაცილებულ მოსწავლეებს ნება დართო სიგარეტი მოეწიათ სკოლის ეზოში, მათ ამისთვის დიდი დასვენება უნდა გამოეყენებინათ.

Mail Online-ის ჟურნალისტმა თავის სტატიაში განაცხადა,  რომ სკოლის დირექტორმა ყველა მოსწავლეს ნება დართო, საჯაროდ 5 კლასს გადაცილებულ მოსწავლეებს სიგარეთი მასწავლებლების წინაშე მოეწიათ.

ამ ფაქტმა მთელს ინგლისში დიდი მითქმა მოთქმა და პროტესტი გამოიწვია. (ვინაიდან და რადგანაც ინგლისში იკრძალება 18 წლამდე პირებისთვის სიგარეტის მიყიდვა, რომ არაფერი ვთქვათ მოხმარებაზე) სამართლის სფეროს წარმომადგენლებმა იმის გარდა, რომ ეს ფაქტი სრულ ნოუნსენსად ჩათვალეს, ასევე დანაშაულადაც კი მოიხსენიეს, დირექციის დაუდევარი გადაწყვეტილება.

რამდენი ჩვენთაგანი დაუჭერია ბავშვობაში დამრიგებელს სიგარეტით ხელში და მშობელი დაუბარებია, რამდენჯერ მასწავლებელს ვუნახივართ და დირექტორთან დავუბეზღებივართ. ინგლისში კი მარტივი წესი შემოიღეს. ვინაიდან და რადგანაც აკრძალვამ არაეფრი შედეგი გამოიღო და სიგარეტის მოსაწევად სკოლიდან გამოქცეულ ბავშვებს უარესი რამ დამართნია, ნება დართეს მოეწიათ სკოლაშივე და თავი დაეზღვიათ თანმდები უბედურებებისგან. რაც გარკვეულ ლოგიკას შეიცავს ( მითუმეტეს ქართული რეალობისთვის).

„ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი წინასწარ დიდი ხნის დაფიქრებით მიღებულია, ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის გარემოება, რაც შეიძლება სიგარეტის აკრძალვას გამოეწვია და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ნება მიგვეცა ჩვენი მოსწავლეებისთვის სიგარეტი სკოლაშივე მოეწიათ“. – განაცხადა[ყველაზე „ჯიგარმა“]{იროონიით რა თქმა უნდა}სკოლის დირეკტორმა.

რამდენ ჩვენგანს უნატრია სიგარეტი დირექტორის წინაშე მოეწია ადრეულ ასაკში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ, ინგლისელები კი ასრულებენ. რამდენად ცუდია ან კარგი ეს თქვენით განსაჯეთ.

ხუმრობა სხვაგან იყოს და ეს პრობლემა გლობალურ ხასიათს იღებს და ბავშვები ადრეული ასაკიდანვე არიან დამოკიდებულები თამბაქოზე. ეს ნივთიერება კი ორგანიზმისთვის ძლიერ მავნებელია.

იხილეთ ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close