ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

2013 წლის ყველაზე უცნაური სასტუმრო [ფოტო]

Arch2O Sheraton Huzhou Hot Spring Resort MAD Architects 02
სასტუმროების ქსელმა შერატონმა 2013 წლის აგვისტოში ჩინეთში ახალი სასტუმრო გახსნა, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც 2013 წლის ყველაზე უცნაური არქიტექტურული ნამუშევარი.
შენობის დიზაინის ავტორი მა იასონგია. სასტუმრო თავისი ფორმით ქმნის ბეჭედს, რომელიც “Huzhou’s Taihu” ტბის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. სასტუმროს სრული სახელიც– Sheraton Huzhou Hot Springs Resort–ია.

შერატონის სიმაღლე 100 მეტრს აღემატება. 75 ჰექტარზეა განთავსებული და მისი ფართობი 95 000 კვადრატული მეტრია. სასტუმროს ვესტიბიული ტალღის ფორმის სანათით არის განათებული, რომელიც სვაროვსკის 20 000 ბროლითაა შექმნილი.

იატაკი ავღანური თეთრი ნეფრიტითაა დაფარული. სასტუმრო 27= სართულიანია და, ჯამში, 321 ნომერია. სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერიც აქვს.

მისი ღირებულება 1.5 მილიარდი დოლარია, შენობა სრულად გარშემორტყმულია წყლით, ყველა ოთახს აქვს ხედი, რომელიც ტბაზე გადის და ასევე ყველა ოთახში არის ვენტილაციის სისტემა.

თავად ადგილი, სადაც სასტუმრო მდებარეობს–Huzhou ცნობილია ბამბუკის ტყეებითა და ცხელი წყლებით, თუმცა ის ჯერჯერობით გლობალური ტურისტული ცენტრი არ არის.

განსაკუთრებულია შენობის ღამის განათება, რომელიც ანიმაციურ მოდელების ფორმისაა და ტბის ზედაპირზე აისახება. სასტუმრო სრულფასოვნად 2013 წლის 30 სექტემბერს ამუშავდა.

get img?ImageWidth=600&ImageHeight=496&ImageId=18094
get img?ImageWidth=600&ImageHeight=496&ImageId=18097
article 0 1AF9ECA7000005DC

 

წყარო : www.netgazeti.ge

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button