ერთ-ერთი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის მიხედვით, სამხედროები ეძებდნენ ნიჭიერ ბავშვებს და ვიდეოთამაშების დახმარებით მაღალი კლასის სამხედროებად ზრდიდნენ. როგორც ჩანს სწორედ ასეთი ჩანაფიქრი აქვს კომპანია Google-ს, რომელიც იყენებს Minecraft-ს მომავალი გენიალური ფიზიკოსების აღმოსაჩენად.
ხელოვნური ინტელექტის კვანტურმა ლაბორატორიამ (Google Quantum A.I. Lab) შექმნა ძალიან უცნაური მოდიფიკაცია Minecraft-ისთვის. მოდიფიკაციას უწოდეს qCraft და მასში შედის ყველა ცნება კვანტური მექანიკიდან:კვანტური დაძაბულობა, სუპრპოზიცია და დაკვირვების ეფექტი.
სქქმე იმაშია ,რომ Minecraft-ში გაჩნდა ახალი,მწვანე საბადო. ახალი “კვანტური საბადოსგან” შესაძლებელია სამი განსხვავებული ელემენტის წარმოქმნა და ამით შესაძლებელია ზემოტნახსენები რეაქციების განხორციელება.
Google-ის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დააინტერესოს ბავშვები რომლებიც გატაცებული არიან ამ ვიდეოთამაშით და მისცენ მათ შესაძლებლობა გახდნენ ფიზიკოსები. კვანტური ეპოქა დაიწყო და მას ჭირდება მომავალი აინშტაინი.