პროფესიები და უნიფორმები
გერმანიაში ჩატარდა სტუდენტური სოციოლოგიური გამოკითხვა, გამოიკითხა სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ისინი საუბრობენ თუ როგორ გრძნობენ თავს საკუთარ უნიფორმებში, მოდი ვნახოთ რას ფიქრობენ ისინი!
სტეფან ფრიდრიხი:(პილოტი) ჩემი კაპიტნის უნიფორმა ჩემთვის ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, ამ ფორმაში ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად,როდესაც უნიფორმას ვატარებ ძალიან ამაყად ვგრძნობ თავს!
სებასტიან ვოლცი: (მზარეული) ჩემი უნიფორმა ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს, ასევე ის აჩვენებს ჩემი განვითარების დონეს ჩემს პროფესიაში რომელიც მოტივაციას მიორმაგებს რომ დაუღალავად ვიშრომო, ხოლო როცა უნიფორმას ვიხდი საერთოდ სხვა ადამიანი ვხდები და აბსოლუტურად ვიცვლები, მე მიყვარს მზარეულობა და მიყვარს ქალები, კარგი საჭმელი და კარგი სექსი მე მგონი ამაზე უკეთესი დედამიწაზე არაფერი არსებობს.
ჰანს-იურგენ პეტერსონი:(პოლიციელი) უნიფორმის გარეშე სიარული ჩემთვის მოსაწყენია, როდესაც უნიფორმა მაცვია ვგრძნობ ხალხისგან პატივიცემას და ეს ძალიან სასიამოვნოა, ეს ჩემთვის დიდი პაუსიხსმგებლობაა ვცდილობ ვიყო ხალხის სამსახურში და გავაკეთო ყველაფერი რასაც ხალხი ელის ჩემგან
სოია რიჩერტი: (სასტუმროს მომსახურე პერსონალი) ჩემი უნიფორმა მე მაძლიერებს იმიტომ რომ მე ვემსახურები ძალიან კარგ საქმეს, მე ვარ ძალიან კარგი სასტუმროს პერსონალი, მე ვასუფთავებ და ვალაგებ ოთახებს მე მიყვარს წესრიგი!
რუნი ტიშენი: (ჯარისკაცი) ჯარისკაცის ცხოვრება რთულია მაგრამ მე მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი, მუდამ მზადყოფნაში ხარ და არასდროს ხარ მოდუნებული რაც ხაზს უსვამს ჩემს აქტიურ ცხოვრებას, რის გამოც ხშირად ვარ გოგონების ყურადღების ცენტრში
პია ბენისჩი: (ბუხრის მწმენდავი) როცა ქუჩაში უნიფორმით დავდივარ ხალხი მირიმის (გერმანიაში ბუხრის მწმენდავი არის წარმატების სიმბოლო) ქალები მილოცავენ სამსახურს, კაცები კი მეუბნებიან : ¨ქალიშვილო თუ სახურავიდან გადმოვარდები დაგიჭერ და ჩემს მკლავებში აღმოჩნდები¨მე მიყვარს ჩემი სამსახური!
მაიკლ რიფელმაშერი: (ექიმი) ხალათი არ ცვლის ჩემს პიროვნებას მაგრამ როცა ვიცმევ თეთრ ხალათს ვგრძნობ ჩემს თავმდაბლობას და ასევე მეხმარება შევინარჩუნო სწორად დისტანცია, ასე რომ ვიცავ ამ ორ მანერას
ჯერარდ მიულერი: (კარდინალი) პირველად როდესაც ჩავიცვი ვერ ვეჩვეოდი გრძელ სამოსში სიარულს, ხალხიც ჩერდებოდა და მიყურებდა მე მათგან სიყვარულს ვგრძნობდი, ამის შემდეგ აცნობიერებ რომ შენ ხარ მღვდელი
როქსანა ვესა: (მაკდონალდსის მომსახურე პერსონალი) ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური , ჩვემთვის აუცილებელია მუდამ წესრიგში ყოფნა, თმა მუდამ წესრიგში უნდა იყოს და სახიდან ღიმილი არ უნდა გვშორდებოდეს ეს ძალიან კარგია და ვიქრობ კლიენტებსაც პოზიტიურ განწყობას ვაძლევთ