გასართობისაკითხავიუცნაური

რა აკავშირებს მთვარეზე ფეხის დადგმასა და სიტყვებს ”Good luck mister Gorsky”

ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ ამსტრონგმა მთვარეზე ფეხის დადგმისას მთელი სამყაროს გასაგონად თქვა ფრაზა, რომელიც ჯერ კიდევ ვაშინგტონში, მთვარეზე გაფრენამდე კარგა ხნით ადრე, სპეციალურად ამ მომენტისათვის წინასწარ მოუმზადეს.

თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, ეთერში გაისმა დედამიწასთან შეუთანხმებელი ტექსტიც, რომლითაც ავსტრონავტმა ვიღაც თანამოქალაქეს მიმართა:

– Good luck mister Gorsky!

მათ შორის, ვინც ქვემოდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მთვარეზე მოვლენების განვითარებას, ვერავინ გაიგო, თუ რას ნიშნავდა ავსტრონავტის ბოლო სიტყვები, ვინ იყო მისტერ გორსკი და რატომ უსურვებდა მას ამსტრონგი წარმატებას.

დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, პირველივე პრესკონფერენციაზე ავსტრონავტს სწორედ ამ მოულოდნელი ფრაზის ახსნა სთხოვეს, მაგრამ ნილ ამსტრონგმა ბოდიში მოიხადა – ჯერ მისტერ გორსკი ცოცხალია და ვერაფერს გეტყვითო. ამის შემდეგ ყოველ ინტერვიუში იმავეს ეკითხებოდნენ, მაგრამ ასტრონავტი ისევ ჯიუტად დუმდა და როგორც იქნა, რამდენიმე წლის შემდეგ(როცა მისტერ გორსკი ცოცხალი აღარ იყო), ამსტრონგმა მთვარეზე წარმოთქმული მოულოდნელი ფრაზის საიდუმლოც ახსნა.

თურმე გორსკები ამსტრონგების მეზობლები იყვნენ ბავშვობაში და ერთხელ, თამაშისას, ბურთი რომ გორსკის ეზოში გადავარდა, პატარა ამსტრონგი ღობეზე გადაძვრა და ფარდაჩამოუფარებელი ფანჯრიდან სახლის ოთახში უცნაური სცენა დაინახა – მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსზე დათანხმებისკენ უბიძგებდა(რომ გავიზარდე, ამას მერე მივხდიო – ამსტრონგმა), ცოლი ღიმილით პასუხობდა – მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე ფეხს რომ დაადგამსო(ამ გამოთქმას ჩვენშიც აქვს შესატყვისი – ვირი ხეზე ავაო!).

პატარა ამსტრონგს იმდენად კარგად დაამახსოვრდა ბავშვობაში მოსმენილი ფრაზა, რომ მთვარეზე დადგა თუ არა ფეხი, მაშინვე გაახსენდა გაწამებული მეზობელი და წარმატებაც ამიტომაც უსურვა:

-Good luck mister Gorsky!

„ამერიკული ზღაპრები“

იხილეთ ასევე ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close