ძველი ეგვიპტელი ქალისთვის მშობიარობა და ბავშვის გაჩენა წმინდა მოვალეობად ითვლებოდა. მათ ამ პროცესში დღევანდელი გაგებით „ბებიაქალები“ ეხმარებოდნენ. დამხმარეებს სამედიცინო განათლებაც ჰქონდათ, მაგრამ მშობიარობისას უმეტეს დროს ლოცვასა და ღმერთების ყურადღების მიპყრობაზე ხარჯავდნენ. ბავშვის გაჩენისას ეგვიპტელები შემწეობას სთხოვდნენ ახალდაქორწინებულებისა და ორსულების მფარველი ქალღმერთ ჰათორს
ცეკვა-სიმღერის მფარველი ღმერთ ბესის
ჯადოქრობის ღმერთ თოზს
ნაყოფიერების ღვთაება ხნუმს
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ძველ ეგვიპტეში მიჩნეული იყო, რომ არა უშუაოდ ქალი, არამედ ჰათორი აჩენდა შვილებს ქალების დახმარებით. ამ აზრს ამყარებს ახლადაღმოჩენილი „დაბადების ქვა“. ქვა ექსპედიციისას ამერიკელმა სტუდენტმა აღმოაჩინა. მასზე ჰათორი ბავშვით ხელშია გამოსახული. სილუეტზე ნათლად ჩანს, რომ ქალღმერთი ბავშვს მუხლზე დაჩოქილ ქალბატონს გადასცემს, ვინც სავარაუდოდ ამ ბავშვის დედაა. ეს ქალი კი მეცნიერების აზრით მეცამეტე დინაასტიის პრინცესა იყო.
რაც შეეხება ქვის დანიშნულებას, მასზე დავა ახლაც მიმდინარეობს. ეგვიპტელები ოცდამეერთი საუკუნის ქალბატონებისგან განსხვავებულად აჩენდნენ ბავშვებს. არა დაწოლილნი, არამედ დამსხდარნი.
ამიტომ მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვას მშობიარე ეგვიპტელი საყრდენად იყენებდა,მეორე ნაწილს კი ის ბავშვის „საწოლად“ მიაჩნია.
ათეულობით ათასი წლის წინათ ეგვიპტელი ქალები ორსულობის ტესტსაც იტარებდნენ. მას, ვისაც სურდა გაეგო ორსულად იყო თუ არა, ნესვთან ერთად ათქვეფილი ახალნამშობიარები ქალის რძე უნდა მიეღო. თუ ეს მას ავად გახდიდა ესეიგი ორსულად იყო.
ეგვიპტელებისთვის არც ბავშვის ბოთლით კვება იყო უცხო. ამის დამამტკიცებელი არქეოლოგიურიმასალებიც არსებობს.
კონტრაცეპტივებსაც იყენებდნენ. რაცარუნდა გასაკვირი იყოს ერთ-ერთ ასეთ მედიკამენტად ნიანგის ფეკალური მასა მიიჩნეოდა.