არქივი

საინტერესო ფაქტები ნაწილი 2

Mee

* მზის სისტემის ყველა პლანეტა ერთად მოთავსდება პლანეტა იუპიტერში.

* სირაქლემას წონა დაახლოებით 140 კგ-ია, მისი ნაწლავის სიგრძე კი – 14 მეტრამდე.

* XV საუკუნეში ევროპაში მკაცრად დამკვიდრდა მამაკაცის ფეხსაცმელი ბლაგვი (წაჭრილი) წვერით. იგი შემოიტანა საფრანგეთის მეფე ჩარლს VIII-მ, რომ დაეფარა თავისი ნაკლი – მარჯვენა ფეხზე მას 6 თითი ჰქონდა.

* თოლიები მარილიან წყალს სვამენ, რადგან მათ ორგანიზმს შეუძლია მარილის გაფილტვრა.

* “მონოლოგია” – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის “სისულელეს”.

* თინუსს (ერთგვარი თევზი) შეუძლია დღეში 16 კმ გაცუროს.

* თორმეტი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან უფრო კაშკაშა – კაპელა – მათგან ჩრდილოეთით მდებარეობს.

* ძველ საბერძნეთში, ჩვეულებრივ, მიღებული იყო ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება ქუჩაში… სრულიად შიშვლად.

* ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში არის… ღვიძლის ქანდაკება.

* ამერიკის პრეზიდენტი ამავე დროს ვაშინგტონის მერიცაა.

* ჯონ პოლ გეტის (1892-1976), მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, სახლში ფასიანი ტელეფონი ჰქონდა.

* დონ კიხოტის ნამდვილი სახელი – ალოსნო კეხადაა.

* ჩინურ დამწერლობაში იეროგლიფი, რომელიც აღნიშნავს სიძნელეს, უსიამოვნებას, გამოისახება როგორც ორი ქალი – ერთ ჭერქვეშ.

* ამერიკელმა მხატვარმა ჩარლზ ვილსონ პილმა თავისი შვილების (17) უმრავლესობას, სახელები ცნობილი მხატვრების პატივსაცემად დაარქვა, მათ შორის: ტიციანი, რემბრანდტი, რუბენსი, რაფაელი…

* დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მხოლოდ პიგმეები და ანდამანის კუნძულების მობინადარნი არ იყენებენ ცეცხლს.

* გამოჩენილი მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, ინჟინერი ლეონარდო და ვინჩი იყო პირველი, რომელმაც დააკავშირა გადაჭრილ ხეზე რგოლების რაოდენობა მის ასაკთან. მანვე აღნიშნა, რომ რგოლთა შორის მანძილი აჩვენებს, რამდენად წვიმიანი იყო იმ წელიწადს ზაფხული.

* ქუდი “პანამა” პირველად ეკვადორში გამოჩნდა და არა პანამაში.

* “ღორების საკვებად უფრო გამოდგება, ვიდრე ადამიანის საჭმელად”, – ამბობდა შოკოლადის შესახებ XVI საუკუნის ფლამანდრიელი ნატურალისტი კარლ კლოზი.

* ნახშირბადი იძლევა უფრო მეტ ნაერთს, ვიდრე ყველა დანარჩენი ქიმიური ელემენტი ერთად.

* ცნობილი მსახიობი და რეჟისორი დენი დევიტო სკოლის დამთავრების შემდეგ თავისი დის საპარიკმახერო სალონში მუშაობდა და ცნობილი იყო, როგორც “მისტერ დენი”.

* ამერიკაში საავტომობილო მარშრუტების უმეტესობა 5 მილს (8 კმ) შეადგენს.

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button