ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

$1,376 მილიონიანი ტუალეტის ქაღალდი, „დუნდულების“ იდეალური დაცვა

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ავსტრალიურმა კომპანიამ შექმნა ტუალეტის ქაღალდი, რომელიც 22 კარატის წონისაა, ფასი კი £825 ათასია.

 

ესაა შექმნილი სპეციალურად „ტრიპაჩებისთვის“, რომელთაც სტუმრის მოხიბლვის მიზნით მილიონებს ტუალეტში ჩაყრიან.

კომპანია Toilet Paper Man  ამ ერთობლ განსაკუთრებულისა და ფუფუნების საგნის შესაქმნელად ერთი წელი დახარჯა. კომპანიის მესვეურები ირწმუნებიან, რომ ეს „ნივთი“(?!) შექმნილია ხელით და მის შესაქმნელად 22 კარატი(1 კარატი =  0,2 გრამი) ოქრო გამოიყენეს.

„ეს იდეა მაშინ მომივიდა თავში, როცა დუბაის ვესტუმრე საქმიანი ვიზიტით, – განაცხადა კომპანიის დირეკტორმა. – სასტუმროში, სადაც მე გავჩერდი იყო ოქროს უნიტაზი, რომელიც პირველად ვიხილე. ამ „შედევრმა“ შთამაგონა იდეა, რომ აუცილებლად  უნდა შემექმნა მისთვის მისადაგებული ატრუბუტი და აი შევქმენი კიდეც“.

ალბათ, არავის გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ ჯერჯერობით ოქროს, პირადი ჰიგიენის ნივთი არ გაყიდულა, თუმცაკომპანიის შეფობა დარწმუნებულები არიან, რომ ეს ნივთი მათ საკუთრებაში დიდხანს არ გაჩერდება და მოძებნის შესაფერის მეპატრონეს. აი, ამგვარ ოპტიმისტურ განწყობაზეაკრეატიულიოფიოზი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქროს გამოყენება პიკანტური საქმეებისთვის ყველაზე უსაფრთხო და ჯამთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა. ის ბაქტერიებისგან დამცავი ნივთიერებითაა დამუშავებული და მილიონერებს აძლევს იმის გარანტიას, რომ დუნდულებს ბაქტერიები ვერას დააკლებენ.

კიმ კარდაშიანმა და კენი ვესტიმ, რამდენიმე ხნის წინ შეიძინეს მოოქრული უნიტაზი, რომელშიც $700 ათასი გადაიხადეს, რაც დამეთანხმებით ტუალეტის ქაღალდთან შედარებით კაპიკებია.

ყველაზე ძვირადღირებული საპირპარეშო კი ჩინურ კომპანიახან ხუნ ფუნგ ტექნოლოგი კომპანისგააჩნია, მისი ფასი $4,5 მილიონია.

 

ასეა, ზოგს ულხინს, ზოგს უჭირს, ზოგს კიუჭირს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close