არქივი

სწორი კვება (ნაწილი I)

66923a67861f
ბევრ საუბარს არ დაგიწყებთ იმის შესახებ, თუ რაში სჭირდება ადამიანს სწორი კვება, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორი კვება ყველაზე კარგი ვარჯიშია, რაც კი არსებობს. დღევანდელ პოსტში ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება შევაჩეროთ თმის ცვენა სწორი კვების საშუალებით.

შამპუნები, ნაყენები, ზეთები…ესენი მხოლოდ დროებით აჩერებს თმის ცვენას. იმისათვის, რომ თმის ცვენა სამუდამოდ შევაჩეროთ აუცილებელია სწორი კვება. გენეტიკური ფაქტორის შემთხვევაში სწორი კვებაც უძლურია, მაგრამ მას შეუძლია თმის ცვენის პროცესი შეამსუბუქოს. ალბათ ხშირად გაიგებდით, რომ თმების სიჯანსაღისთვის აუცილებელია მივიღოთ A, B, c, D და E ვიტამინები, მაგრამ იშვიათად თუ გაიგებდით, რომ თმების ცვენის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი B2 და B7 ვიტამინებია. აღნიშნული ვიტამინების სიჭარბე ძლიერს ხდის თმის ძირებს და შესაბამისად თმის ცვენაც ჩერდება.

B2 და B7 ვიტამინების დეფიციტი ჩვენს ორგანიზმში შეგვიძლია შევავსოთ მარტივად, საკვები პროდუქტების საშუალებით.

აღნიშნულ ვიტამინებს შეიცავს: ნიორი, სოიო(განსაკუთრებით), თხილი(განსაკუთრებით), ლობიო, მწვანე ლობიო, მჭლე ხორცი, კვერცხი(განსაკუთრებით), მწვანე ლობიო, ციტრუსი, გაროხი, კომბოსტო, ნუში, სოკო(განსაკუთრებით), პურის ფქვილი, მწვანე სალათის ფოთლები, რძის პროდუქტები, მარწყვი, ჟოლო, სტაფილო, ნიგოზი, პომიდორი.
სასურველია აღნიშნული პროდუქტები მივიღოთ უზმოზე.

“ციმბირში ჯარში რომ ვიყავი თავზე ერთი ხელის მოსმაზე 10-15 ღერი თმა მრჩებოდა ხელში. იქ საკამოდ კარგი ექიმი გვყავდა, რომელმაც ერთი სალათის გაკეთება და უზმოზე მირთმევა მირჩია, რის შემდგომაც თმების ცვენა როგორც მინიმუმ გამინახევრდა. ასევე ნიორის ხშირად ჭამა.
წვრილად დაჭრლ კომბოსტოს ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ან დანაყული თხილი, სასურველია გახეხილი სტაფილოც. იმისათვის, რათა ორგანიზმმა კარგად შეიწოვოს კარგი იქნება თუ მოვასხამთ ცოტა ზეთს(უმჯობესია ზეითუნის) ან მაიონეზს.” – აცხადებს 42 წლის კაცი, რომელიც თმების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და როგორც თვითონ აცხადებს მამამისი ადრეულ ასაკში გამელოტდა.

იმედია აღნიშნული რჩევები გამოგადგებათ. მეორე ნაწილში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ თმების გაჭაღარავება სწორი კვების მეშვეობით

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button