არქივი

კონკურსი „მის T ბრაზილია 2013“ – მთავარი პრიზი სქესის შეცვლა

a3f4b8317165
არის ასეთი ქვეყანა, სადაც ხალხი ცხოვრობს ცეკვით, ისინი ჭამენ და სვამენ  ცეკვის თანხლებით, დადიან და სძინავთ  ცეკვასთან ერთად, აზროვნებენ და თამაშობენ ცეკვით. ამ ქვეყანაში ორი ღმერთი ბატონობს: ერთია ხელებგაშლილი უფალი იესო, რომელიც ზევიდან გადაყურებს რიოს, და მეორე კი შავკანიანი პელე.  დიახ, ეს არის ცეცხლოვანი ბრაზილია. ამ ქვეყანას ახასიათებს  უამრავი განსაკუთრებულობა, მათ შორის „თავისუფალი ცხოვრების სტილი“. ამ დიდ ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება აღსანიშნავი მოვლენები, რომელთაგან ერთს მე მოგიყვებით ამ სტატიაში.
02f6cb4a39ad
ამ ქვეყანაში რამდენი სახის კონკურსი არ ტარდება, დაწყებული მის ბუმ-ბუმით(მის ყველაზე დიდ ტრაკა) დამთავრებული მის ვარცხნილობით.
რამდენიმე დღეში ქალაქ რიო დე ჟანეიროში ჩატარდება ტრანსექსუალთა სილამაზის რიგით მეორე  კონკურსი, რომლის მთავარი პრიზი იქნება სქესის გადაკეთების ოპერაციის სრული დაფინანსება.
ef363b822f7b
სცენაზე გამოსულ კონკურსანტებს გამამხნევებელი ოვაციებისა და კომპლიმენტების თანხლებით უწევთ პოზირება.
56459b4cda13
ამ ერთი შეხედვით(სურათის მიხედვით) არაფრით გამორჩულ კონკურს ის აძლევს განსაკუთრებულის სახელს, რომ აქ მონაწილე ყველა 28 კონკურსანტი ტრანსექსუალია.

ამგვარი იდეა ბრაზილიის სექსუალური უმცირესობის დამცველთა ორგანიზაცია „რიო ასტრას“(RIO ASTRA) წევრებს მოუვიდათ თავში. მათ თანადგომისა და წახალისების მიზნით, ნორჩ( ? ) ტრანსექსუალებს შესთავაზეს კონკურსში მონაწილეობა და პრიზად გენიტალების გადანერგვა (სქესის გამოცვლა) შესთავაზეს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, რომელიც ტაილანდში მდებარეობს.
c4389bdad2a6
098108a16983
cf9a017d98cc
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში კანონმდებლობით იკრძალება მსგავსი პლასტიკური ოპერაციების გაკეთება და სქესის გამოცვლა დანაშაულად ითვლება.

08b93e2ddcac
გასულ წელს ამ კონკურსზე მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა 19 იყო, წლევადელ შეჯიბრში კი 28 „მეამბოხე“ დაუპირისპირდება ერთმანეთს.

4b88168ae3b4
c7ab14af98ee

იხილეთ ვიდეო:

Back to top button