ჰოლანდიის ქალაქ დეტინჰემს მეტად საინტერესო „ემოციების კოშკი“ ამშვენებს. კოშკს იმის განსაზღვრა შეუძლია, ქალაქის მაცხოვრებლებში თუ როგორი ემოცია სჭარბობს. ემოციათა სტატისტიკა შემდეგნაირად ისაზღვრება: მოხალისეებს კითხვებს უსვამენ, რომელთა პასუხებისთვის რამდენიმე სტანდარტულ არჩევანს სთავაზობენ. დღის ბოლოს მონაცემები ჯამდება და კოშკი დღის დომინანტი ემოციისფრად იწყებს ნათებას.
წითელი: – სიყვარულის ფერი, რომელიც კოშკიდან ქალაქს ძალიან ხშირად ანათებს.
ყვითელი: – შიშის ფერი.
ცისფერი: – ბედნიერებაზე მიუთითებს.
მწვანე: – სიძულვილის ფერი.
მიუხედავად იმისა, რომ კოშკის ფორმა გაურკვეველია, ავტორი მის გადაბრუნებული გულის ფორმად გამოსახვას გეგმავდა. კოშკთან ახლოს ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომელიც მსოფლიო ინტერნეტ ქსელს უერთდება. შესაბამისად, ინტერნეტში ყველა მსურველს შეუძლია ნახოს, თუ რომელ ემოციას გვთავაზობს ქალაქი დღეისთვის.