გართობაკულტურაუცნაური

ოცდამეერთე საუკუნის განდეგილი ციმბირში ცხოვრობს, მდინარე ენისეის ნაპირზე

image

ბევრი რამ გვსმენია განდეგილებზე, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი უკავშირდებოდა რელიგიურ მოღვაწეებს. მე კი მინდა გაგაცნოთ მამაკაცი რომელმაც მიატოვა ყველა და ყველაფერი და ციმბირში დასახლდა მდინარე ენისეის სანაპიროზე. სტალინის მმართველობის პერიოდში იყო ლიკოვების ოჯახი რომელიც სტალინურ რეპრესიებს გაექცა ციმბირის უსიერ ტყეებში. ლიკოვების ოჯახი ციმბირში გადარჩენის ინსტიქტმა წაიყვანა და პირი რომელზეც მე მოგითხრობთ ციმბირში ჩავიდა სიმშვიდისა და წყნარი გარემოს საძიებლად.
image

ვიქტორი (გვარი ინტერვიუს დროს არ დაასახელა) საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდა გემზე მეზღვაურად, 47 წლის ასაკში კი სრულიად შეეცვალა მსოფლმხედველობა და გადაწყვიტა გასცლოდა ყოველგვარ ცივილიზაციას და საზოგადოებას.

განდეგილმა დიდი ხნის ძიების შემდეგ იპოვა ქოხი მდინარე ენისეის სანაპიროზე და უკვე 10 წელია რაც ყველასაგან დავიწყებული სრულიად მარტო ცხოვრობს ციმბირის უსიერი ტყის განაპირას.
ვიქტორი უკვე წლებია ცხოვრების ერთი რიტმით ცხოვრობს-თევზაობს, იჭერს თევზებს, რომლითაც ძალზე მდიდარია მდინარე ენისეი. დაჭერილი თევზის უმეტეს ნაწილს მოხუცი ამარილებს ან შებოლილს ინახავ. ასევე აგროვებს კენკრას და ხილს, რომლითაც მდიდარია ციმბირი.
სხვა დროს კი ბიბლიას კითხულობს და ბუნებას აკვირდება, მისი თქმით ის არ აპირებს საზოგადოებაში დაბრუნებას.
ვიქტორი საკუთარ ქოხში ისვენებს.
image
განდეგილი ბიბლიას კითხულობს.
image
შეშის მოგროვების პროცესში.
image
თევზის გაწმენდა დასამარილებლად.
image
განდეგილის მცირე მეურნეობა.
image
სათევზაო ბადის გაკემსვა.
image
imageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button