ნაკრძალი ცინჟი-დიუ-ბემარაჰა შეიქმნა 1927 წელს, რათა დაეცვათ უნიკალური კარსტული პეიზაჟები და სხვადასხვა ჯიშის ლემურები. ეს უცნაური ,,ტყე” დასავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარში მდებარეობს.
კირქვის კლდეების პლატოსგან წარმოქმნილია ნამდვილი ,,ქვის ტყე,” რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.ზოგიერთი ადგილი ჯერ კიდევ დახურულია მნახველთათვის.
ნაკრძალის ფართობი შეადგენს 1.520 კვადრატულ კილომეტრს.
პეიზაჟიები მართლაც საოცარია – კლდეები და შემონახული ფოთლოვანი ტყეები, უზარმაზარი ქვის ტყეების რიგი…
ზოგიერთი ნაწილი ბუნებრივი ნაკრძალი ცინჟი-დიუ-ბემერეჰასი გაიხსნა მნახველებისთვის 1998 წელს და ზოგიერთი კი დღემდე დაკეტილია.
ტყის ვიზუალი გავს უზარმაზარ ქვის წამწვეტებულ კბილებს. ნაკრძალის სახელწოდება მადაგასკარის ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,თითის წვერებზე სიარულს” როცა დაინახავთ ამ მშვენიერ ლანდშაფტს ხვდებით, რომ აქ სხვანაირად გადაადგილება შეუძლებელია.
ფორმირება და ჩამოყალიბება ცნობილი ,,ქვის ტყის” მიმდინარეუბდა ათასობთ წლების განმავლობაში. წყლისგან მოშორებით გამორეცხილი კირქვისგან წარმოიშვა, ასეთი მშვენიერი სანახაობა. ჩვეულებრივი მთების ნაცვლად, ცას ქვის მწვერვალები არღვევს.
ბუნებრივი პირობების გამო აქ საცხოვრებლად შეუძლებელი პირობებია და მხოლოდ იშვიათი ჯიშის
თეთრი ლემურები ბინადრბენ და ასევე იშვიათი შესახედაობის ფრინველები.
ამ იშვიათი სანახაობის დათვალიერება შეიძლება, ქვებს შორის დაკიდებული კიბით ან რთული ალპინისტური სვლით, რასაც მართლა დიდი გამბედაობა სჭირდება.
მილიონზე მეტი წლის განმავლობაში ბუნებამ შექმნა ეს უჩვეულო ,,ქვის ტყე” და მნახველისთვის მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
აქ წარმოგიდგინეთ НАТИОНАЛ GEOGRAPHIC და Alvarez Photography-ს ფოტოები, ნახეთ და შეაფასეთ.