საკითხავისასარგებლოსაქართველო

ცხოვრება C ჰეპატიტთან ერთად

C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1-3 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. საქართველოშიც საკმაოდ მძიმე ვითარებაა ამ მხრივ.C ჰეპატიტის დიაგნოზი ძირ-ფესვიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას, ჩნდება შესაძლო გართულებების , სიკვდილის, ოჯახის დასნებოვნების შიში. აქ უნდა გავითვალისწინოთ , რომ ჰეპატიტი უმეტესად ქრონიკული ინფექციაა, რომელიც ყოველთვის არ იკურნება , მაგრამ მედიცინის თანამედროვე დონის გათვალისწინებით მასთან ერთად არსებობა შესაძლებელია.

C ჰეპატიტი ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს უსიყვითლო, მწვავე და ქრონიკული ფორმით, რთულდება ციროზით და ღვიძლის პირველადი კიბოთი.  ქრონიკული ც ჰეპატიტი ინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება. C ვირუსი დედისგან ნაყოფს ასიდან 1-6 შემთხვევაში გადაედება. ინფიცირება შეიძლება მოხდეს როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ასევე საკეისრო კვეთის დროსაც. ინფიცირებული ახალშობილი უმეტესად ვირუსის ქრონიკული მატარებელი ხდება, რასაც ასაკთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემების მთელი წყება მოჰყვება. მოზარდებში C ჰეპატიტით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ვირუსით დაბინძურებული სისხლის კონტაქტი მეორე ადამიანის სისხლთან. ამ თვალსაზრისით საშიშად მიიჩნევენ შეუმოწმებელი ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმას, თუმცა ინფიცირების მიზეზად შეიძლება იქცეს დაავადებული და ჯანმრთელი პირის კონტაქტი. ასეთი რამ ხდება:
_არასათანადოდ გასტერილებული, არაერტჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას;
_ნარკომანების მიერ საზიარო ნემსის გამოყენებისას;
_ტატუირებისას;
_მანიკურისა და კოსმეტიკური მანიპულაციებისას;
_სტომატოლოგიური მანიპულაციებისას;
_დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტისას;
_საერთო სამართებლის, კბილის ჯაგრისის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
_პირსინგის დროს;
_დაავადებულის პირის ღრუსთან შეხების (კოცნისას) ადამიანის მიერ ადამიანის კბენისას;
_სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის გამოყენებისას;
_დაბინძურებული სააბაზანო აქსესუარების გამოყენებისას;
_სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.

მიუხედავად იმისა, რომ ც ჰეპატიტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პაციენტების უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება მკურნალობაზე მედიკამენტების მაღალი ფასის გამო. C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღირებულება საქართველოში პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით დაახლოებით 10 000 ევროა მკურნალობის 48 კვირიანი კურსისათვის, მკურნალობის მაღალი ფასის გამო ვერც სადაზღვევო კომპანიები და ვერც სახელმწიფო ვერ ახერხებს C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯების დაფარვა/ანაზღაურებას. რის გამოც პაციენტები დგანან არჩევნის წინაშე _ იცოცხლონ თუ გაღარიბდნენ.

და ბოლოს მინდა დავურთო ერთი ვიდეო რომელიც საქართველოში, ერთ-ერთ C ჰეპატიტით დავადებული ოჯახის მძიმე ვითარების
შესახებ მოგვითხრობს.

 

წყარო :

www.osgf.ge

www.mkurnali.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close