გასართობისაკითხავი

რა არის სილამაზე?

b912e9b30007

რა არის სილამაზე და რატომ ეთაყვანებიან ადამიანები მას?! კაცობრიობის ისტორიის მანდძილზე იყო ეს შეკითხვა აქტუალური. ლექსებსა ტუ პროზაში, სიმღერასა თუ ცეკვაში ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ სილამაზის დანახვას, მაგრამ მაინც ვერავინ აკონკრეტებდა, რატომ იყო ზოგიერთი მამაკაცი ან ქალი ლამაზი და რა კრიტერიუმით ხდებოდა ამ სილამაზის შეფასება.

ყველა დროში სილამაზე


სხვადასხვანაირად აღიქმებოდა. უძველესი წარმოდგენით, მაშინ როცა ჰომოსაპიენსი ის-ის იყო გაჩნდა დედამიწაზე, ქალი ლამაზად ითვლებოდა, თუკი მას ჰქონდა შვილების გაჩენის, ანუ გამრავლების უნარი. პალეოლიტის ხანის ქალების ქანდაკებებს ამიტომაც აქვთ უზარმაზარი მკერდი, მუცელი და ფართო თეძოები. დანარჩენი კი- ხელები, ტავი და სახე სრულიად იგნორირებულია.დგევანდელი ლამაზი ქალი ძალიან ახლოსაა კლასიკური პერიოდის საბერძნეთის ვენერებთან. მაშინ სილამაზის კულტი არსებობდა, თუმცა უფრო მეტად მამაკაცის სხეული იყო გაპეტიშებული. აპოლონის, სიყვარულისა და სილამაზის ანტიკური ღმერტის ქანდაკება დგესაც ანცვიფრებს მნახველს თავისი სრულყოფილი ფორმებით.ჩვენს წელთაღრიცხვამდე 330 ჭელს შეიქმნა აფროდიტეს, აპოლონის დედის, ქანდაკება- სიყვარულისა და ღვთაებრივი სილამაზის სიმბოლო, რომლის მომხიბვლელობა დგესაც ვერ ტოვებს გულგრილს მნახველს.შუა საუკუნეებში სილამაზეზე განსხვავებული წარმოდგენა შეიქმნა. მოდაში შემოვიდა გრაციოზული ქალბატონი, გაცრეცილი სახის პერიტა და ვიწრო წელით. სწორედ ამ დროს შეეცადნენ მათემატიკით გამოეთვალათ ქალის სხეულის ჰარმონიული პროპორციები და მიგებული პორმულა ლამაზმანებზე „მოერგოთ”. მაგრამ მხატვარი ალბრეხტ დიურერი, რომელმაც ამ ფორმულის შექმნას ოთხი წიგნი მიუძღვნა, საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აბსოლუტური მშვენიერების მიღჭევა შეუძლებელია. კანონი კანონად დარჩეს, მაგრამ სილამაზე მაინც ინდივიდუალურია. ბოტიჩელის ვენერა არაფრით ჰგავს მილოსელს, მაგრამ ორივე ლამაზია. ტიციანის ნიმფები კი, მით უმეტეს, გამოირჩევა აბსოლუტურად განსხვავებული მომხიბვლელობით. იყო დრო, როცა მოდაში იყო ხორციანი, ვარდისფერლოყა ქალები. რუბენსის ტილოებზე ცოცხლობენ ბაროკოს ეპოქის ლამაზმანები. დგეს მათმა სილამაზემ შეიძლება ბევრს სიცილი მოჰგვაროს, თუმცა აუცილებლად მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც აღფრთოვანებულნი იტყვიან: აი ჩეშმარიტი ქალი!!!
არაერთხელ შეიცვალა სილამაზის იდეალი მე-19 საუკუნეში. თავიდან ლამაზებად იტვლებოდნენ ნაზი, უსიცოცხლო, წელწვრილი, ქერა ქალები, რომლებსაც უმნიშვნელო წვრილმანზეც კი გული მისდიოდათ.

მსგავსი ამბები

Back to top button