არქივი

როგორ შეიქმნა სამედიცინო ბინტი

126ac34e238c

შუასაუკუნოვან ევროპაში ჭრილობების შესახვევად ნებისმიერი სახის ქსოვილს იყენებდნენ. მთავარია ის სუფთა და მტკიცე ყოფილიყო. დროთა განმავლობაში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მსუბუქი ბამბის ქსოვილი უკეთესად იწოვს სისხლსა და ჭრილობიდან სხვა გამონადენს. ამიტომაც დაიწყეს უფრო ძვირად ღირებული “ბინტის” გამოყენება.

მაგალითად, ფრანგი დუელანტები დუელისას მიღებულ ჭრილობებს ბატისტით იხვევდნენ. დოლბანდი XVIII საუკუნის ბოლოს შეიქმნა. ის თავდაპირველად საწოლის გადასაფარებლად გამოიყენებოდა. სულ რამდენიმე წელიწადში დოლბანდმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა მედიცინაში. სამედიცინო პრაქტიკაში მისი დანერგვის დღიდან ყველა ექიმს მოეპოვებოდა ამ მსუბუქი და ჰიგროსკოპიული ქსოვილის საჭირო მარაგი. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში დოლბანდის სტერილობაზე ლაპარაკიც არ იყო. ამ ქსოვილს რეცხავდნენ, აშრობდნენ და ხელმეორედ იყენებდნენ საჭიროებისამებრ.
72d86ef1000a

 

ბინტის შემდგომი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ცნობილი კომპანიის “ჯონსონი და ჯონსონის” სახელთან. შესახვევი მასალების წარმოების პირველობა ამ კომპანიამ მოიპოვა. თავდაპირველად ეს ქაღალდში შეფუთული დოლბანდი და ბინტი გახლდათ. ასეთმა პროდუქციამ გრანდიოზული აღიარება და დიდი წარმატება მოიპოვა მომხმარებელთა მხრიდან. პირველი დახმარების ეს უნიკალური საშუალება დიდი ოდენობით იყიდებოდა.
c9720ec207b9
1867 წელს ერთ-ერთმა ძმამ, ჯონსონმა მოისმინა ექიმ ლისტერის მოხსენება. ექიმი ლისტერი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც პირველმა გაილაშქრა უსუფთაო პირობებში სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების  წინააღმდეგ. საქმე ის გახლდათ, რომ იმ პერიოდში ექიმები ოპერაციებს სამოქალაქო (ანუ დაბინძურებულ) ტანსაცმელში აწარმოებდნენ. მშობიარეთათვის დახმარების აღმოჩენა ხშირად ხდებოდა ხელების ყოველგვარი წინასწარი საგულდაგულო დაბანის გარეშე. ფეხსაცმელს კი ექიმები არც იცვლიდნენ.
2ec8f859b7c0

 

ექიმმა ლისტერმა გააკრიტიკა ავადმყოფებისადმი ასეთი დამოკიდებულება, დაგმო მკურნალთა მიერ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა. დაასაბუთა ის ფაქტი, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებების დიდი ნაწილი უსუფთაობის შედეგი იყო. ლისტერი ექიმებს მოუწოდებდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლისაკენ ოპერაციის წინ, ასევე გამაუვნებელყოფელი ხსნარების სისტემატურად გამოყენებისაკენ. თავისი მოხსენების დიდი ნაწილი ლისტერმა შესახვევ მასალებსა და მათ დეზინფექციას დაუთმო. ჯონსონმა გადაწყვიტა გაეთვალისწინებინა ლისტერის რეკომენდაციები და დაენერგა ბინტის მწარმოებელი კომპანიის მიერ ქიმიური გაუვნებელყოფის მეთოდიკა. სამწუხაროდ, მას ეს არ გამოუვიდა.
fb0a29af41d1

 

ამიტომაც დოლბანდის დამუშავება ცხელი ჰაერით დაიწყეს. ცნობილი იყო, რომ ამ მეთოდითაც იღუპებიან მავნე მიკროორგანიზმები. ასე შეიქმნა პირველი ასეპტიკური შესახვევი მასალა 1880 წელს. უმალ შემცირდა ჩირქოვან გართულებათა რიცხვიც. 10 წლის შემდეგ დოლბანდის ქსოვილი უკვე ორმაგ დამუშავებას განიცდიდა, ცხელი ჰაერითა და ორთქლით, რომელიც მაღალი წნევის ქვეშ მიეწოდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული ადამიანებს საშუალება აქვთ გამოიყენონ სტერილური ბინტი.

Back to top button