რეგატა – „ლუდის ქილა“
ჩრდილოეთ სანაპიროზე, ავსტრალიაში ყოველწლიურად ტარდება ღონისძიება – „Regatta Darwin Beer Can“.
ეს ღონისძიება იზიდავს ათასობით ტურისტს – მონაწილეები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ლუდის და კოლას ცარიელი ქილებით აწყობილი საკუთარი ნავებით ცურვაში .
საერთოდ, რეგატა- სპორტული შეჯიბრებაა იალქნიან, ნიჩბიან ან ძრავიანი ნავებით და ხშირად, რეგატა მოიცავს სარეკლამო ხასიათის ღონისძიებებსაც, რომელიც შეჯიბრების პერიოდში ტარდება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნავების გამძლეობას არავინ ამოწმებს და ნამდვილი გართობა, სიმხიარულე იწყება მაშინ, როდესაც ესა თუ ის ნავი იწყებს დაშლას წინასწარ განსაზღვრული მოძრაობის მიმართულების შუა მარშრუტის დროს.
პირველი „რეგატა -Darwin Beer Can“ გაიმართა 1974 წლის ივნისში და დღემდე პოპულარულია ეს ღონისძიება !
აღსანიშნავია, რომ რეგატა უმეტესად, სახელწოდებას იღებს იმ ქალაქის ან ადგილის მიხედვით, სადაც ტარდება ეს სპორტლი შეჯიბრება…