კულტურაუცნაური

ფუტურისტული არქიტექტურის 10 განსაცვიფრებელი ნიმუში

f63ac46f5093
ფუტურისტული არქიტექტურა ბევრს ხიბლავს თავისი გასაოცარი და უჩვეულო დიზაინით. ყველაზე საინტერესო ფუტურისტული შენობები შეკრებილია ამ ათეულში, მართალია, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ შენდება, ან მათი მშენებლობა არც კი დაწყებულა, მაგრამ დამთავრებისთანავე, ეს იქნება არა გარემომცველი სინამვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა…
გაეცანით ორიგინალური და ფუტურისტული დიზაინით შექმნილ ნაგებობებს:
10. ჰან შატირი – Han Shatyr
b897ba929a5e
ჰან შატირი (Han Shatyr) უკვე რეალობაა ! ეს უზარმაზარი გამჭვირვალე ტენტი (კარავი) ასტანას ცენტრშია – ყაზახეთის ახალ დედაქალაქში. შენობა წარმოადგენს კულტურულ ცენტრს და ადგილს ქალაქის მოსახლეობის ურთიერთობისათვის. კლიმატი ასტანაში საკმაოდ მკაცრია – ზამთარში ტემპერატურა ეცემა -35 გრადუსამდე .
9. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

51d036a29f8d
იტალიის Cagliari-ში გაიმართა ახალი შენობის -თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დიზაინის კონკურსი. კონკურსის გამრჯვებული გახდა არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის (Zaha Hadid) განსაცვიფრებელი პროექტი 12 ,000 კვადრატული მეტრზე.
8. Hangzhou-ს ტალღები.

e3211d10f930
„Hangzhou-ს ტალღები“ ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საოფისე ფართის პროექტი ქალაქ Hangzhou-ში, ჩინეთი. პროექტი ითვალისწინებს შენობის ორ კომპლექტს , რომლებიც ავსებენ ერთმანეთს.
7. ნახევარმთვარის კოშკი -(Crescent tower).

d0a6e2fed5b1
რა თქმა უნდა, დუბაი არ შეიძლებოდა, რომ არ მომხვდარიყო ამ სიაში. ნახევარმთვარის კოშკი – „Crescent tower“ – შენობის პროექტის კონცეფცია მდებარეობს ზაბილის (Zabil) პარკში, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე დუბაის. კოშკში იქნება ბიბლიოთეკა, საკონფერენციო- დარბაზი, რესტორნები , ბარები და სადამკვირვებლო მოედანი ღია ცის ქვეშ. უბრალოდ , არ დაივიწყოთ ქვიშის გრიგალი.
6. სასტუმრო ცუნზიანში – (Songjiang).

392f95cc13ab
ეს გასაოცარი სასტუმრო უნდა აშენდეს დატბორილ კარიერში, სადაც მიმდინარეობს კარიერის დამუშავება. კარიერი მდებარეობს მთა „Tyanmashan“ის ძირში, ცუნზიანის რაიონში, შანხაი (Shanghai). სასტუმროს პროექტი ასეთია, რომ კარიერის ორიგინალური ფორმა დარჩება უცვლელი და ხელშეუხებელი…
5. Nexus-ის მედია -ცენტრი.

4d2b65db990d
Nexus-ის მედია -ცენტრი კიდევ ერთი მორიგი პროექტის კონცეფციაა არაბეთის ნახევარკუნძულზე – არაბთა გაერთიანებული საამიროებისათვის. აქ თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ფუტურისტული არქიტექტურა. ეს ნაგებობა ძირითადად არა მარტო გამოიყენება ინფორმაციის შესანახად, არამედ აქ განთავსდება მედია-ცენტრი, საგამოფენო სივრცე, ოფისები, რესტორნები, ბინები და ბაღებიც…
4. პეკინის საერთაშორისო აეროპორტი – (Beijing International Airport).

c49d91449037
პეკინის საერთაშორისო აეროპორტის მესამე ტერმინალი საოცარი და შთამბეჭდავია; მისი მშენებლობა დასრულდა 2009 წელს – ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი მშენებლობა თავდაპირველად დაგეგმილი იყო ოლიმპიური თამაშებისათვის ჩინეთში. ტერმინალი იკავებს ფართობს, რომელიც შედგება 986 000 კვადრატული მეტრისაგან და მაშასადამე , იგი ყველაზე დიდია მსოფლიოში!
3. ბაღები ყურესთან – (Gardens by the Bay).

2509767f1dc1
ბაღები ყურესთან – ქალაქის პარკი სინგაპურში (Singapore). ისინი უკვე არსებობენ და სიამოვნებით იღებენ მნახველებს, ძირითადად ტურისტებს. ბაღები აღიარებულია მსოფლიოში 2012 წლის საუკეთესო ნაგებობად…
2. Lily – (შროშანი).

e066a5b33bbf
რომ მოემზადებინა კაცობრიობა კლიმატის ძლიერი ცვლილებისათვის, ბელგიელმა დიზაინერმა შეიმუშავა მცურავი ეკო-ქალაქი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „შროშანი“. ის მოემსახურება , როგორც თავშესაფარი მოსახლეობისათვის კლიმატის ცვლილებისაგან დასაცავად; ქალაქს შეუძლია გაცურვა და შედგება სამი „მთისგან“, რომელიც იტევს 50, 000 ადამიანს ( გაუგებარია , რა ბედი ეწევა დანარჩენ ადამიანებს? ). ის ფაქტი, რომ ქალაქს შეუძლია გაჩერება წყლის ზედაპირზე, დაეხმარება მას, რომ გაუძლოს კონტინენტების ჩაძირვას მყინვარების, ყინულების დნობის დროს.
1. ჭრიჭინა (dragonfly).

037bc75e11e3
იგივე ბელგიელმა არქიტექტორმა ვინცენტ სელებომ (Vincent Cellebaut) შეიმუშავა ვერტიკალური ფორმის კონცეფცია ნიუ – იორკისათვის (New York). 132 სართულიანი შენობა შეიცავს ორ ცენტრალურ „გულარს“, რომელიც საშუალებას იძლევა განვათავსოთ საოფისე ფართი და სხვა დანიშნულების ოთახები; მაგრამ ოდესმე თუ აშენდება ეს ნაგებობა – უცნობია, მაგრამ კონცეფცია ორიგინალური და შესანიშნავია !

blogerlady

age: 14
Back to top button