გართობაუცნაური

იაპონური წყალქვეშა პირამიდები

a498918eee4f

1985 წელს იაპონიის კუნძულ იონაგუნიდან 300 მ-ის მოშორებით, მყვინთავმა კიჰაშირო არატაკემ წყალქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე მეგალითური ნაგებობები აღმოაჩინა.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს და ისინი 10 000 წლით დაათარიღეს. ზოგიერთი მეცნიერი კი 12 000 წელს მიიჩნევდა თარიღად. მაშინვე გაჩნდა უამრავი კითხვა: ვინ, როგორ ან რატომ ააშენა ეს უზარმაზარი პირამიდები, რომლებიდანაც ზოგი სიგრძეში 100 მეტრზე, სიმაღლეში კი 25 მეტრზე მეტი იყო? მაშინვე გაჩნა იაპონელი ატლანტებისა და ლემურიელების ვერსია – ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს გადაშენებული ცივილიზაციის ნახელავი იყო.

5d7b67ce62ae

მათი აზრით, ოდესღაც ეს ტერიტორია ხალხით იყო დასახლებული და შემდეგ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო წყლით დაიფარა. ხოლო შენობებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. დასახელდა ვერსიაც, რომ ეს ტერიტორია წარღვნის დროს წყლის დონის აწევის გამო დაიფარა.

ბევრმა მეცნიერმა სცადა პასუხის პოვნა თუმცა უშედეგოდ. დღემდე მკაფიო პასუხი არ არსებობს. არც იაპონიის მთავრობა და არც იაპონელი მეცნიერები არ მიიჩნევენ რომ ეს კულტურული ძეგლია, შესაბამისად, ის არაა დაცული. ზოგიერთი მეცნიერის პასუხი ამ ფენომენზე არის ის, რომ ეს ნაგებობები ბუნებრივად, წყლის დინების გამო ჩამოყალიბდა. მაგრამ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: განა შესაძლებელია ქვამ ასეთი იდეალურად სწორი ფორმები ბუნებრივად მიიღოს?

cd85726fca9e

aecf30038f9d

18498ece52a9

2af69c4eaf7b

996debad4ea7

25e0cddcb204

5659b5e9727d

54de9339f518

:) :)

მსგავსი ამბები

Back to top button