დედამიწიდან შორს
ადამიანები მრავალი წელია ტელესკოპებით აკვირდებიან სამყაროს-სწავლობენ პლანეტებსა და ვარსკვლავებს.მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ 1957 წელს შეძლეს “სპუტნიკ-1”-ის-პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება კოსმოსში,ჩვენი პლანეტის ირგვლივ.ოთხი წლის შემდეგ პირველი ადამიანი რომელიც კოსმოსში გავიდა და დედამიწას 108 წუთში შემოუარა,იყო რუსი კოსმონავტი იური გაგარინი.მას შემდეგ მრავალმა კოსმონავტმა იმოგზაურა კოსმისში; ამერიკელი ასტრონავტები კი მთვარეზე ექვსჯერ დასხდნენ.უპილოტო მექანიზმებმა რომელთაც ავტომატური კვლევითი სადგურები იგივე ზონდები, ეწოდებათ, სხვა პლანეტებამდეც მიაღწიეს და უამრავი ცნობა მოგვაწოდეს მათ შესახებ.
1957 წელი
კოსმოსში პირველი გაშვებული თანამგზავრი “სპუტნიკ -1”.
1957 წელი
კოსმოსში პირველი გაფრინდა ძაღლი “სპუტნიკ-2”-ით.
1961 წელი
პირველი ადამიანი რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში იყო იური გაგარინი.
1962 წელი
პირველი ამერიკელი რომელმაც დედამიწას შემოუფრინა იყო ჯონ გლენი.
1962 წელი
ამერიკული კოსმოსური ზონდი “მარინერ-2” პირველი აპარატი იყო რომელმაც მიაღწია ვენერამდე.
1969 წელი
ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე.
1976 წელი
პირველი კოსმოსური ზონი რომელიც დაჯდა მარსზე იყო “ვიკინგ-1”.
1989 წელი
პირველი კოსმოსური ზონდი რომელიც ნეპტუნს მიუახლოვდა იყო “ვოიაჯერ -2”.
1998 წელი
გაშვებულ იქნა სკს-ის პირველი ნაწილი.