გამოგონებაგასართობისასარგებლო

ფრენის დასაწყისი

a4fbf9ef0ab3
მთელ მსოფლიოში ადამიანები უხსოვარი დროიდან ოცნებობდნენ ფრენაზე.არსებობს მრავალი ლეგენდა მფრინავ ადამიანებსა და ღმერთებზე.ერთ-ერთი ძველბერძნული მითი კი მოგვითხრობს მფრინავი ცხენის – პეგასის შესახებ.მიუხედავად ამისა ადამიანებმა ფრენა შეძლეს მხოლოდ 1783 წლის 19 ოქტომბერს,როდესაც პარიზში ძმების ეტიენ და ჟოსეფ მონგოლფეის შექმნილი ჰაერბურთით ორი კაცი ავიდა ცაში და უსაფრთხოდ დაეშვა მიწაზე. ამ ისტორიულ მოვლენას განცვიფრებული ადამიანების უზარმაზარი ბრბო ადევნებდა თვალს.ადამიანის პირველ გაფრენამდე ერთი თვით ადრე ძმები მონგოლფიების ჰაერბურთის პირველი მგზავრები იყვნენ იხვი,მამალი და ცხვარი.

პირველი პროექტები

იტალიელმა მხატვარმა და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა საფრენი მექანიზმის ესკიზი,რომელსაც საფუძვლად დაუდო ფრინველის ფრთები.

პირველი მფრინავები
0cc4485c48f3
გამომგონებლები მე-19 საუკუნის დასასრულს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საფრენი აპარატების აგებაში თუმცა მათი ყველა მცელობა კრახით დამთავრდა.პირველი წარმატებული ფრენა განხორციელდა 1853 წელს პლანერით,რომელიც ააგო სერ ჯორჯ კეილიმ.პლანერებს ძრავა არ ჰქონდათ და ცაში ჰაერის ნაკადს მიჰყვებოდნენ.1903 წელს ოლვირ რაიტმა შექმნა ძრავაზე მომუშავე პირველი საფრენი აპარატი.

პირველი რეაქტიული თვითმფრინავი
69c03c1fc733
1939 წელს გერმანიის ერთ-ერთ აეროდრომიდან აფრინდა პირველი რეაქტიული თვითმფრინავი “ჰეინკელ ჰე178” მასში ცხვირის მხრიდან შესული ცივი ჰაერი ქიმიური რეაქციის შედეგად ცხელდება და კუდის მხრიდან დიდი სიჩქარით გამოისტყორცნება.

მსგავსი ამბები

Back to top button