კულტურაუცნაური

ნიანგი – ზვიგენის წინააღმდეგ

1234874 441839965935824 408583516 n

ალბათ, ბავშვობაში ყველას გვქონია უფროსებთან უცნაური კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ძალიან რთული იყო. თითქმის, ყველა ბავშვს აქვს ფანტაზიის უნარი, რამდენ ჩვენგანს ჰქონია სურვილი გაგვეგო, თუ რომელი იყო უფრო ძლიერი: სუპერმენი თუ ადამიანი ობობა ?! ამას წინათ, ბრიტანელი მოგზაური გახდა მოწმე ფაქტისა, რომელმაც ბევრი ბავშვისა თუ დიდის კითხვას დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა. დიახ, ის გახდა თვითმხილვევი ბრძოლისა, რომელშიც მონაწილეობდა ზღვის ნიანგი და სანაპიროს ზვიგენი.

60 წლის პიტერ ჯონსი გახდა თვითმხილვევი ეპიკური ბრძოლისა,როდესაც ის საკუთარი იახტით მოგზაურობდა კაკადუს ნაციონალურ პარკში, რომელიც განლაგებულია ავსტრალიის ტროპიკულ ნაწილში.

მოგზაურობა მდინარე „ისტ ალიგატორის“(East Alligator) დინების მიმართულებით, დიდი ხნის წინანდელი ოცნება გახლდათ შეძლებული მიწათფლობელისა. ამ საოცნებო კრუიზის დასკვნით ნაწილში, ხანში შესულმა ბრიტანელმა, დაინახა სანაპიროზე უცნაური მოძრაობა. მან „ხომალდის“ გაჩერება ბრძანა და მთელი ყურადღება მიმართა სანაპიროსკენ, რომელიც რამდენიმე ათეულ მეტრში იყო საზღვაო ტრანსპორტისგან.

1234631 441839979269156 23600176 n

„არც ისე შორს გავაჩერე გემი ნაპირისგან და არც ისე მაკლია თვალში, რომ არ დამენახა ამ ორი უზარმაზარი არსების ბრძოლა, – განაცხადა ბატონმა ჯონსმა mail online-თან ინტერვიუში. –  ორივე ლეშიჭამია სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, არცერთს არ უნდოდა უკან დახევა, თუმცა, ამ, საუკუნის ბრძოლაში გამარჯვებული უზარმაზარი რეპტილია გახდა, მან სულ რაღაც რამდენიმე წამში დაამარცხა მტაცებელი თევზი“.

უშიშარმა ტურისტებმა გადაწყვიტეს, უფრო ახლოს მისულიყვნენ შემთხვევის ეპიცენტრთან. დიახ, 60 წლის პიტერის მეთაურობით, დატოვეს იახტა და სანაპიროზე გადასხდნენ. თუმცა, ბრძოლაახლახანსმოგებულმა ალიგატორმა იყნოსა უცხო არსებების სიახლოვე და თავის ნადავლ ზვიგენთან ერთად წყალში გაუჩინარდა.

„ჩვენ ვერ გავარკვიეთ ზუსტი ზომა შეტაკებულთა, რადგან რეპტილია ზედმეტად ფრთხილი აღმოჩნდა და არ ისურვა ჩვენი თანდასწრებით სადილობა. თუმცა, როგორც ამ ადგილის მკვლევარებმა განგვიცხადეს, აქ ბინადრობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიანგი, რომლის ზომა 2 და 3 მეტრამდე აღწევს. აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაღა შეგვიძლია, ამ ცხოველთა პარამეტრებზე, – განაცხადა ავსტრალიელმა გიდმა, რომელიც ამ სამოყვარულო ექსპედიციას თან მიყვებოდა. – თუმცა ჩვენ მოვახერხეთ სურათის გადაღება, რომელშიც ბუნდოვნათ კი ჩანს ჩვენი ობიექტები, თუმცა მათი შედარება კი შეგვიძია“.

რამდენმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, ტურისტებმა გადაწყვიტეს უკან, იახტაზე დაბრუნება. როცა ისინი ნავიდან გემზე სხდებოდნენ, ალიგატორი ისევ გამოჩნდა ჰორიზონტზე თავისი სასუსნავით. თუმცა ტურისტები არ გაბრუნებულან უკან და აცალეს გამარჯვებულს „ზეიმი“.

alligator smiles

ასე დამთავრდა ტურისტული მოგზაურობა. ბრიტანელმა ტურისტმა უპასუხა ბავშვების, და არამარტო მათ, კითხვას: რომელია უფრო ძლიერი ზვიგენი თუ ნიანგი?!

ნახეთ ვიდეო:

Back to top button