ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

66 წლის კოლუმბიელს გაუკეთეს პენისის ამპუტაცია ვიაგრას გადამეტებული დოზის გამო(16+)

558298 441838122602675 13319278 n

კოლუმბიელი ექიმები იძულებულები გახდნენ 66 წლის მამაკაცისთვის მოეჭრათ სასქესო ორგანო, მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა მიიღო დიდი რაოდენობით “ვიაგრა”, რათა თავისი საყვარელი გაეოცებინა. კოლუმბილმა მამაკაცმა, აწ უკვე ????, რომლის სახელი სპეციალურად არ ქვეყნდება, ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის საკუთარი სურვილით იღებდა ამ მედიკამენტს, რადგან ის იტანჯებოდა ერექციული დისფუნქციით. მისი თქმით, მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ის იტანჯებოდა მუდმივი „მოუსვენრობით“.. ამის შემდეგ კი ექიმებს მიმართა დახმარებისთვის. ექიმების განცხადებით, ეს  პრეპარატი, ზომაზე მიღებისას იწვევს რეაქციას სექსუალურ აღგზნებაზე.  თუმცა, ზედმეტი დოზის მიღებისას შედეგი სავალალოა. როდესაც მამაკაცი, რომელიც წარსულში ცნობილი პოლიტიკოსი გახლდათ, საავადმყოფოში განათავსეს მისი „ღირსება“ უკვე გადამტყდარი და გადამწვარი იყო. იმისათვის, რომ ექიმებს გადაერჩინათ მამაკაცი, რომელსაც 66 წლის ასაკშიც ასე ძალიან უყვარდა ქალებთან კურკუში, მოუხდათ სასქესო ორგანოს ამპლუტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განგრენა სხვა ორგანოებზეც გადავიდოდა და 66 წლის წუწურაქი კოლუმბიელი რამდენსამე თვეში სამარეში აღმოჩნდებოდა. თითქოსდა სამარე არ ჯობდეს?! კაცი იყო და არ გ…

Impress: The 66-year old from Gigante, Colombia, said to have overdosed on the penis-enhancing medicine to show off to his new girlfriend (file picture)

„ 66 წლის პაცინეტის, რომელიც ჩვენთან გადმოიყვანეს სასქესო ორგანოს ნაწილობრივი განგრენით და მრავალჯერადი ჩალურჯებებით, მდგომარეობა სტაბილურია, – განაცხადა ექიმმა.“ ამ ინციდენტის შედეგად, საავადმყოფოს შეფობამ გადაწყვიტა, განცხადება დაეწერათ ჯანდაცვის სამინისტროს სახელზე და მათთვის ეთხოვათ, რომ მიიღონ ახალი სამართლებრივი აქტები , რომლებიც  ვიაგრას დისტრიბუციას გააკონტროლებენ. რადგან ექიმების სპეციალური რეცეპტის გარეშე, ამ და მსგავსი პრეპარატების მიღება მამაკაცებისთვის სავალალო შედეგის მომტანია. ასევე, კოლუმბიაში რამდენიმე კვირის წინ გადმოიყვანეს 26 წლის მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე აბი ვიაგრა მიიღო. ექიმების რამდენიმე საათიანი გამოკვლევისა და მცდელობის მიუხედავად, მამაკაცი მაინც გარდაიცვალა. ეს ზემოდხსენებული ახალგაზრდა ახლადდაოჯახებული იყო და ემზადებოდი პირველი ღამისთვის. მან რამდენიმე აბი ვიაგრა მიიღო. როცა სტუმრებმა ასპარეზი ცოლ-ქმარს დაუთმეს და თვითონ სახლებისკენ გაეშურნენ, ქმარს გულის შეტევა დაემართა და როგორ დასრულდა ეს შემთხვევა თქვენც მშვენივრად იცით.

 

1240605 441836672602820 885082250 n

 

ვიაგრას შემადგენლობაში შედის ნივთიერება „სილდენაფილის ციტრატი“, რომელიც სისხლძარღვების კედლების მოდუნებას იწვევს, რასაც საბოლოო ჯამში ადმაიანი „მზადყოფნაში“ მოყავს . თუმცა, იმ ადმაიანებში, რომლებსაც გულის პრობლემები აწუხებთ, ამ ნივთიერებას ასევე შეუძლია ნერვული სისტემის გაღიზიანება, რაც სისხლის მიმოქცევის შემცირებას იწვევს. ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, შედეგი – ფატალურია. „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ასეა ნათქვამი და დღითიდღე ვრწმუნდებით ამაში. იხილეთ ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close