არქივი

ღამის ბაღები

480db43fff2c

სტანდარტული ობიექტი არასტანდარტული კუთხით არასტანდარტულად ჩანს. არაფერია იმაზე ჩვეულებრივი, ვიდრე ლანდშაფტურ-არქიტექტურული თვალსაზრისით კარგად მოწყობილი სტანდარტული ბაღი. თვალს ასვენებს და სიმშვიდეს გვგვრის. მაგრამ აბა ცოტა განსხვავებულად შეხედეთ და თქვენს წინ ნამდვილი საოცრება გადაიშლება. განსხვავებული ხედვა კი განსხვავებულ დროს (ბინდისას) განსხვავებული რაკურსით (ფოტოაპარატით) ჭვრეტას გულისხმობს.

ასე დანახული ღამის ბაღები სრულიად უჩვეულო მოვლენაა. მზე უჩინარდება; მთვარე ამოდის და სასწაული ხდება. ღამის წყვდიადში თვალწარმტაცი სურნელოვანი ყვავილები იშლება. თუმცა ამ ბაღების ბინადარი ყვავილების შთამბეჭდავ ფერებს მხოლოდ ფოტოების საშუალებით აღვიქვამთ. ციფრული ფოტოგრაფიის ხანგრძლივ ექსპოზიციასა და მგრძნობელობას შეუძლია ის, რაც არ ძალუძს ბადურას და სწორედ ამიტომაა, რომ შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ მათ ჯადოსნურ სურნელს ვჯერდებით.
d2385bc0977e
მთვარის მქრქალ შუქში ჩვენი მხედველობა თვით კაშკაშა ალისფერსა და ნარინჯისფერს აღიქვამს ერთგვაროვან ვერცხლისფერსა და ნაცრისფერ ტონებში. ჩვენს ბადურაზე ჩხირებისა და კოლბების სახელით ცნობილი ფოტორეცეპტორები შრეებადაა განლაგებული. ჩხირების საშუალებით სინათლის ინტენსივობის გარჩევა და განათების დაბალი დონეების შეგრძნება შეგვიძლია. კოლბებს კი, რომლებიც ფერებს არჩევენ, სინათლის უფრო მაღალი ზღურბლი სჭირდებათ, რასაც მზისგან განსხვავებით, მკრთალი მთვარე ვერ უზრუნველყოფს. ამ ზღურბლის არარსებობის პირობებში კი ფერები უჩინარდება.
68181eec5306
მაგრამ მთვარე ღამის ბაღებს იდუმალი მისტიკით ავსებს. ამ დროს შეიძლება აღტაცებისგან მგლებივით ვიყმუვლოდ და აღვფრთოვანდეთ იმ უცნაურ სამყაროზე ფიქრით, სადაც მცენარეები დღის თვალისმომჭრელი სინათლის ნაცვლად, ვარსკვლავების ლიცლიცით ხარობენ და რომელთა თავზეც, ჭრელი პეპლების მაგივრად, მკრთალი მთვარის პეპლები დაფარფატებენ. ღამის ბაღის ნაირგვარი სურნელი ჭარბად გვინაზღაურებს ფერთა უხილავობას. ამ დროს ყვავილების მძაფრი არომატი შეგრძნებებისათვის ნამდვილ ხაფანგად იქცევა. სრული სტატია თავისი ფოტომასალით, მართლაც განუმეორებელ ეფექტს ქმნის…
68181eec5306

 

წყარო : http://www.nationalgeographic.ge

მსგავსი ამბები

Back to top button