კულტურა

დაიბადა პრინცი გიორგი ბაგრატიონი

bagrationebi

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია იუწყება, რომ მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მის უდიდებულესობას, პრინც დავითს და პრინცესა ანა ბაგრატიონებს ვაჟი – პრინცი გიორგი ბაგრატიონი შეეძინათ. იგი პირველი ვაჟი და დინასტიის მემკვიდრეა და მისი სამეფო უდიდებულესობა გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ პატარა პრინცი სწორედ 27 სექტემბერს – ჯვართამაღლების და სოხუმის დაცემის დღეს დაიბადა. მის დაბადებაზე უამრავი ქართველი და საქართველოს მოქალაქე დიდ იმედებს ამყარებს, – სამეფო ტახტის მემკვიდრე ხომ ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. საქართველოს ხელისუფლებამ არც კი შეიმჩნია სამეფო სახლის ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა.

წყარო: www.geworld.ge

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button