გართობაუცნაური

არსებობს “in-team-ზე“ უფრო სასიამოვნო რამ!

553147 440544762732011 1152484300 n

ყველაზე თავმდაბალ ადამიანსაც კი, გაუცნობიერებლად, იტაცებს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ასკეტსა და ყოველ რიგით ენატლიკინა ქალს, ერთნაირად იზიდავს საკუთარი თავის დახასიათება და საუბარი საკუთარ ესთეტიკურსა თუ შინაგან მხარეზე. ალბათ, ეს თქვენთვის აღმოჩენა არ იყო. ამას ნებისმიერი ხვდება, მაგრამ იმაში გაცნობიერება, თუ რა ხდის საკუთარ თავზე საუბარს „ვნებიანად“, ამას მხოლოდ ამერიკელმა მეცნირებმა მისცეს აკადემიური სახე. მათ აღმოაჩინეს „რაღაც“, რომელიც, თურმე ჩვენს ამ „ხასიათზე“ მოქმედებს.

მეცნიერებმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს, თუ რატომ უყვართ ადმიანებს საკუთარ თავზე საუბარი და დაასკვნეს, რომ ამ „მაგიურ“ ქმედებას, მონოლოგის რეჟიმშიც კი, სექსზე არანაკლები სიამოვნება აქვს.

თურმე, ზრდასრული ადამიანი დროის 20%-ს ხარჯავს საკუთარ თავზე საუბარში. ეს მოვლენა კი ჰარვარდის ბინადართ წვრილმანად არ მოეჩვენათ და გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ამგვარი ერთგვარი კომუნიკაბელურობის მიზეზი.

ექსპერიმენტმა 195 მოხალისეს მოუყარა თავი და დაიწყო მეცნიერული კვლევა-ძიება. ამ ადამიანებს სთხოვეს ესაუბრათ საკუთარ თავზე: დაეხასიათებინათ საკუთარი გარეგნობა, საკუთარ ღირსებებსა და მინუსებზე ესაუბრათ. მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსური ტერაპიის დახმარებით შეძლეს ტვინის უჯრედების რეაგირების დაკვირვება-გაანალიზება. გაირკვა, რომ რაც უფრო მეტს საუბრობს ადამიანი საკუთარ თავზე, მით უფრო მეტი დოპამინი გამოიყოფა ორგანიზმში.

რა არის დოპამინი ? ნეირომედიატორი დოპამინი ჩვენს ენაზე, რომ ვთქვათ, არის ის ჩვენს ორგანიზმში შემავალი ქიმიური ელემენტი, რომელიც ჩვენს განწყობაზე ზრუნავს.

say

ადამიანის ორგანიზმში, ეს აქტიური ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა ინტიმური ურთიერთობების დროს, ასევე გემრიელი საჭმლისა და ტკბილეულობის მიღებისას.

ასე, რომ მეცნიერების დასკვნა შემდეგნაირია: საკუთარ თავზე საუბარი ადამიანს მასიურ სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებს. ინდივიდი კი თავის მხრივ, ცდილობს ეს შეგრძნება, რაც შეიძლება ინტენსიური და ხანგრძლივი გახადოს, ამიტომაც სულ იმის ცდაშია საუბარი საკუთარი პიროვნებისკენ წარმართოს.

მაგრამ ეს ექსპერიმენტი ასე ცალსახად არ დაუტოვებიათ ჰარვარდელებს. მათ მოინდომეს გაერკვიათ, იქონიებს თუ არა ამ შედეგზე ზეგავლენას ის ფაქტი, რომ საუბარს ოჯახის წევრები ან მეგობრები დაესწრონ. მოხალისეთა ერთ ნაწილს უთხრეს, რომ მათი საუბრის მოსმენას შეძლებდნენ ნათესავები, მეორე ნაწილი კი დაარწმუნეს, რომ მათი საუბარი კონფიდენციალური იქნება.

croppedimage564371 mean what you say

მაგნიტურ-რეზონანსური ტერაპიის დაკვირვებით გაირკვა, რომ იმ ადამიანთა ტვინის ფუნქციონირებამ საგრძნობლად იმატა, რომლებიც მეგობრების თანდასწრებით ყვებოდნენ საკუთარ პიროვნებაზე. ხოლო კონფიდენციალური საუბრების შემთხვევაში ეფექტი უცვლელი დარჩა.

თურმე, საკუთარ თავზე საუბარი მონოლოგის რეჟმში დიდი სიამოვნებაა, მაგრამ უფრო დიდი ეფექტი სხვების თანდასწრებით „ლაქლაქს“ ჰქონია.

„თვითგამხსნელობა“ დიადი სიამოვნების მომტანია, ის ერთადერთია, რომლის ინტენსიური მოხმარება გარდა დადებითი უკუქმედებებისა არაფერს ცუდს არ უქადდის ადამიანს. ასე რომ გისურვებთ რაც შეიძლება მეტხანს გესაუბროთ საკუთარ თავზე, ამით თქვენ დიდ სიამოვნებას მიიღებთ და ეს მხოლოდ ქალებს როდი ეხება, მამაკაცებო ილაყბეთ და იყავით სულ ტონუსში.

იხილეთ მონაკვეთი კინოდან “მზის ამოსვლა”, :

Back to top button