გასართობისაკითხავისასარგებლო

ცოტა რამ ადამიანებზე

ადამიანის გარეგნობა და მანერები აშკარა გამოხატულებაა მისი შინაგანის, ამიტომ სხეულსა მოძრაობებს თუ კარგად დაკვირვებით, თავისუფლად შევძლებთ განვსაზღვროთ ხასიათის მნიშვნელოვანი შტრიხები ადამიანში.

1. დააკვირდით თქვენს ხელებს.

დრეკადი და მოქნნილი ხელი ადამიანის მგრძნობიარე ბუნებაზე მეტყველებს,
მტკიცე და ხისტი- ენერგიულობასა და ჟინიან ბუნებაზე.
რბილი და სუსტი ხელი აშკარა ნიშანია სიზარმაცისა და უუნარობის.
კვანძოვანი ხელი წესრიგისაკენ მიდრეკილებას და წარმატების მიღწევის პოტენციალს გამოხატავს.

2. თითები:

თუ ისინი ბოლოებისაკენაა შევიწროებული:

საჩვენებელი და ნეკა- მჭევრმეტყველების ნიშანია.
შუა – მოუსვენარი ბუნების.
არათითი- არტისტიზმის, მოხდენილობის და გემოვნებიანობის.

სწორი თითები :

საჩვენებელი – ერთგულების, წინდახედულობის ნიშანია.
არათითი -კეთილგონიერების
ნეკა- სიფრთხილის

ბოლოებისაკენ გაფართოებული თითები:

საჩვენებელი- მიდრეკილება მისტიციზმისკენ, იდუმალებისკენ.
შუათითი- პესიმიზმის, უხასიათო, მოღუშული ბუნების ბუნების.
არათითი- ასეთ ადამიანებს მოსწონთ ფაქტების დრამატიზირება.
ნეკა – ტექნიკური ცოდნისადმი მიდრეკილება.

3. ფრჩხილები.

ვიწრო– ტემპერამენტიანობის და პატივმოყვარეობის ნიშანია.
დიდი და მრგვალი– მეცნიერებისადმი მიდრეკილების და კეთილგონიერების მაუწყებელია.
პატარა– სიამაყის, სიჯიუტის, ხანდახან შეზღუდულობის და ფარისევლობის.
ფართო და ბრტყელი– ასეთები უნებისყოფო, სუსტ ადამიანებს აქვთ.

ახლა რომელიმე ხელი გაშალეთ ბოლომდე. თუ ნეკათითსა და არათითს შორის დაშორება უფრო დიდია, ვიდრე საჩვენებელსა და შუა თითს შორის, მაშინ გული ბატონობს გონებაზე, და პირიქით.

4. ცხვირი

ადამიანებს, რომლებსაც აპრეხილი, კურნოსა ცხვირი აქვთ ძალიან ცნობისმოყვარე და ცოტა ჭორიკნები არიან. ცდილობენ მოაგროვონ გარშემომყოფებზე ინფორმაცია, გაიგონ მათი ფარული ფიქრები და საიდუმლოებები.
ადამიანებს რომდლებსაც ჩამოწეული ცხვირის წვერი აქვთ ძალიან ეჭვიანები არიან. ადვილად შეიძლიათ ადამიანის განჭვრეტა, მათი ზრახვების, ქცევის მოტივების გაგება.

ვისაც განიერი, ფართო ცხვირი აქვს, კარგად მალავს თავის ხასიათს და ზრახვებს. მოკლედ კარგად შეუძლია შენიღბვა.

5. სიცილი:

თუ ადამიანი ხმადაბლა იცინის და ამ დროს პირზე ხელს იფარებს, ესეიგი მორცხვია და თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდის. ასევე მრავალი კომპლექსი არვს და სჭირდება რომ ხშირად შეაქონ და სიყვარული გამოხატონ.

ადამიანი, რომელიც ხმადაბლა იცინის და თან თვალებს ჭუტავს, ერთი შეხედვით უწყინარი მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში დიდი ოხერია ! მოწკურული თვალებიდან აქტიურად გაკვირდებათ და ყველა ჟესტსა თუ ემოციას იმახსოვრებს. ძლიერი და გაწონასწორებული პიროვნებაა მაგრამ მძიმე.

თუ ისე ხარხარებს, რომ მთელი პირის ღრუ უჩანს და თან მთლიანად გატაცებულია სიცილით- საქმე გაქვს ძალიან ენერგიულ, ტემპერამენტიან და უკომპლექსო ადამიანთან. ხალიასიან და ცხოვრებისმოყვარულთან. მაგრამ ამასთანავე ის შეიძლება ცოტა უტაქტო, უხეში და ჭირვეული იყოს.

თუკი სიცილის დროს ცხვირს ჭმუხნის , ესეიგი საკმაოდ ბავშვურია და გულუბრყვილო, მაგრამ ამასთანავე თვალთმაქცი და მიზანდასახული, ადვილად იქცევს სხვებს თავისი გავლენის ქვეშ.

თუ კისკისებს ან ხითხითებს და თანაც თავს გვერდზე ხრის, ისედაც მიხვდებით, რომ უსაყვარლესი ადამიანია. სასიამოვნო საურთიერთოა, რადგან არასოდესაა ცინიკური, ყოველთვის ადვილად განიცდის სხივს უბედურებას და თანაგრძნობა გულწრფელად შეუძლია.

თუ ადამიანი გამომწვევად იცინის, უფროსწორად უფრო თქვენ გიცინით ვიდრე თავისთვის, და თანაც თავს უკან სწევს, ძალიან მიმნდობია და ადვილად მანიპულირებადი.

და ბოლოს ისეთები, ვინც ცოტათი ხელოვნურად, ზრდილად და ”დამუღამებული ჟესტებით” იცინიან, ცივი და უკარებაა. არასოდეს განიცდის ვნებათაღელვას, ზედმეტი გრძნობების შემოწოლად. პედანტურია და ცოტათი მოსაწყენიც.

თეგები

Beatrix Kiddo

I look like a woman but i cut like a buffalo

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close