არქივი

ცაციები

071ec4c80f83

ხელის განვითარება ადამიანის ტვინზეც მოქმედებს, ამიტომ ფიქრობენ, რომ ცაციებს და ‘’მემარჯვენეებს’’ ნიჭები და გონებრივი მონაცემებიც სხვადასხვა აქვთ.

არსებობს მოსაზრება, რომ ცაციები უფრო ნიჭიერები არიან. ამის ერთ-ერთი მტკიცებულება ისაა, რომ მათ ისტორიაში ბევრი წარმატება თუ მიღწევა აქვთ. ასევე ფიქრობენ, რომ ის გენი, რომელიც ადამიანში ცაციობას განაპირობებს, ასევე დაკავშირებულია და გავლენას ახდენს ტვინში არსებულ მეტყველების ცენტრზე. ამის გამო ცაციების უმრავლესობა კარგი ლინგვისტი და ორატორია, კარგად ფლობს ენას.

ამასთანავე, ამერიკასა და ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ‘’მემარცხენეეები’’ 1 ქულით მეტს იღებენ IQ ში, ვიდრე ‘’მემარჯვენეები’’. ეს კი ყურადღების გამახვილებას ნამდვილად არ იმსახურებს. (სხვათაშორის, ცაციები მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10 % შეადგენს)

მოკლედ რომელი უფრო ჭკვიანია, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ მათ გონებრივ მიდრეკილებებში განსხვავება არის. (არსებიბენ ისეთებიც, ვინც ორივე ხელს ერთნაირად იყენებს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია, თუმცა სწავლა შეიძლება. ამბობენ, რომ დავინჩი ასეთი იყო).

მაგალითად, ცაციებს ძალიან ხშირად, მათემატიკისა და მუსიკის ნიჭი ერთდროულად აქვთ. ასევ კონსერვატორიაში, საკმოდ დიდი პროცენტია ცაციების, თანდაც უმეტესობა ისეთ ინსთრუმენტზე უკრავს, რაც წერსით ‘’მემარჯვენეებისთვის’’ უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს, მაგალითად ვიოლინოზე.

კიდევ ცაციები ხასიათდებიან როგორც, ძალიან შემოქმედებითი, კომუნიკაბელური და აქტიური ხალხი. ამასთანავე ემოციური და ერთი საქმის კეთება რომ უჭირთ დიდხანს, ისეთი. მაგრამ, მიუხედავად ამისა ფულის შოვნაში განსაკუთრებულ ფხას იჩენენ.

43a0a4fcbf5a

თუმცა, ყოველთვის როდი იყო საუბარი მათ ნიჭიერებაზე ! ადრე პირიქით მემარცხენეობა სათაკილო იყო.

აი, თუნდაც, ნებისმიერი ენა საკმაოდ დიდ ისტორიულ მასალასაც შეიცავს და მისგან გამომდინარე ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, ამა თუ იმ ეთნოსს რა დამოკიდებულება ჰქონდა რაღაც საგნის თუ მოვლენის მიმართ. ‘’gauche’’ ფრანგულად ნიშნავს მარცხენასაც და მოუქნელსაც, (ტლანქს), ინგლისურშიც მსგავსად. (right – მართებული სწორი, ხოლო სიტყვები, რომლებიც left-ს შეიცავს, ძირითადად უარყოფითი მნიშვნელობა აქვს).

565a2091743b

და ბოლოს, ცაციების საერთაშორისო დღე 13 აგვისტოა და სმა-ქეიფის მოყვარულებმა შეგიძლიათ დალევის ‘’პრიჩინად’’ გამოიყენოთ.

Beatrix Kiddo

I look like a woman but i cut like a buffalo
Back to top button