ახალი ამბებისურათებიუცნაური

სპლიყვმა 5 საათი იტირა დედასთან დაშორების გამო

ჩინეთის ზოოპარკის თანამშრომლები გახდნენ გულისამაჩუყებელი და მძიმე სურათის მომსწრენი: სპლიყვი, რომელიც აგრესიულ დედას უსაფრთხოების გამო დააშორეს, 5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა.

2013 წლის 30 აგვისტოს, ჩინეთის ზოოპარკში მოხდა სასიხარულო ამბავი, სპილომ ცოტათი ნაადრევი, მაგრამ ჯამთელი სპლიყვი მოიგო. თუმცა ეს მოვლენა არ გამხდარა ზარზეიმის მომტანი, რადგან დაბადებისთანავე სპილომ თავის ახალშობილს დააბიჯა. ყველას ეგონა ქვეყანას ახლახან მოვლენილი მშვინვიერი მოკვდაო.

ზოოპარკის თანამშრომლები შევარდნენ გალიაში და გამოიყვანეს სპლიყვი, იმის იმედად, რომ რითიმე გაუწევდნენ დახმარებას. მართლაც, შეძლო ზოო პერსონამ სპლიყვისთვის მეორე სიცოცხლის მიცემა. ძლიერი დაზიანების მიუხედავად, ვეტერინარებმა მაინც იყოჩაღეს და ფეხზე დააყენეს.

ამის შემდეგ ისევ დედასთან დააბრუნეს, ახლა უკვე მხოლოდ დედა ანუგეშებს და დაამშვიდებსო. თუმცა,  იქ მომხდარმა ამბავმა ყველა გააოგნა. როცა დედას შვილი მიუახლოვდა სპილო გაავდა და რომ არა მომთვინიერებლების სიმარჯვე სპლიყვს უკვე ვერავინ უშველიდა. დედამ უარყო თავისი შვილი. იმდენად ამაზრზენი და საშინელი ქმედება ჩაიდინა სპილომ, სპლიყვთან ერთად მთელი ამფაქტსშესწრებული სულიერიც მცხარედ აქვითინდა.

ამის შემდეგ კი პატარამ და, მართლაც, საყვარელმა არსებამ იმდენად განიცადა დედის იგნორირება, რომ ლამის ცრემლად დაიღვარა. ის მთელი ხუთი საათის განმავლობაში იღვრებოდა სითხედ. ის ხომ ყველაზე ახლობელმა არსებამ უარყო.

რა და რა ხერხს არ მიმართა ზოოთანამშრომლებმა: მიეფერეს, შეახვიეს, აჭამეს, თუმცა ვერა და ვერ დაამშვიდეს – ის ისევ ცრემლს აფრქვევდა, გრძნობა უდედობას, მას დედის ალერს ვერავინ შეუცვლიდა, ვერც ადამიანი ვერც სხვა დედა.

„ის შეუჩერებლად ქვითინებდა, – ამბობს ექსკურსია გიდი. – იმის გამო, რომ დედას მისი მოკვლა უნდოდა“.

„შესაძლებელია რამდენიმე ხანში მათ შორის გამჩდნარიყო კავშირი, – განაცადა ზოოპარკის უროსმა  ჟურნალისტებთან საუბრისას. – მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო გაგვერისკა ახალშობილის სიცოცხლით და მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება, ის მშობელთან ვერ იქნება უსაფრთხოდ, მისთვის პირველ საშიშროებას დედა წრმოადგენს“.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ინგლისის ზოოპარკის ადმინისტრაცია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მშვენიერი საშუალება ურჩიეს. მათ ანალოგიური სიტუაცია ჰქონდათ შველთან დაკავშირებით. ინგლისელმა კოლეგებმა, დეპრესირებული ახალშობილის დასახმარებლად დიდი ზომის სათამაშო დათუნია მოიტანეს, რომელსაც ძლიერ დაუახლოვდა და მასთან ერთად იძინებდა და დედის მაგივრობას უწევდა.

ასეა ჩემო მკითხველო, ყველას გააჩნია გრძნობა, ყველასთვის აუცილებელია დედის ალერსი და უბრალოდ მისი სიახლოვე. ყველაზე ცუდის ის არის, რომ ამგვარ სისაძაგლეს ადამიანებიც ჩავდივართ. იმედია ეს ბოლო ფაქტი ქნება.

ნახეთ ვიდეო:

თეგები
Back to top button
Close
Close