გართობაკულტურაუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბები, ნაწ 41

alaska1

ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ალასკა ყველაზე დიდია ტერიტორიით. იქ , საერთოდ, ბევრი რამაა „ყველაზე დიდი“, გარდა მოსახლეობისა.

 

2.
ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ალასკა ყველაზე დიდია ტერიტორიით. იქ , საერთოდ, ბევრი რამაა „ყველაზე დიდი“, გარდა მოსახლეობისა.
ალასკაშია ჩრდილო ამერიკის ყველაზე დიდი დათვები, ყველაზე გრძელი და ყველაზე ცივი ზამთარი და ყველაზე ბევრი … ოქრო. კონტინენტზე ყველაზე მაღალი მთებია (რომელი?), ასევე – ყველაზე მაღალი ფასები კვების პროდუქტებზე. აქ ერთმანეთშია შერეული რომანტიკა და ჩრდილოეთის ეგზოტიკა. მას ზოგიერთები ასეც კი მოიხსენიებენ- „თეთრი მდუმარება“.
3.coconut fruits
„სიცოცხლის ხე“
ინდიელები ქოქოსის პალმას „სიცოცხლის ხეს“ უწოდებენ, ხშირად უნივერსალურ მაღაზიადაც კი მოიხსენიებენ. პალმის ღეროსგან ამზადებენ ავეჯს, ნავებს, იარაღს, ფოთლებით ხურავენ ქოხებს. ახალგაზრდა ნაყოფი, ე.წ. „პალმის კომბოსტო“ საკვებია. პალმის წვენისაგან ამზადებენ ღვინოს, ვაჟინს, შაქარს და სხვ.
4.amazonas
მომღერალი თევზი
მდინარე ამაზონის თევზების საოცრებაა „მომღერალი“ თევზი, რომლის ბუშტი რამდენიმე კამერისაგან შედგება. ჰაერი ერთი კამერიდან მეორეში გადასვლისას, ბუშტის კედლებს ეხახუნება, რის შედეგად წარმოშობილი ხმა ზარების შორეულ რეკვას წააგავს.
5.trinidad tobago
დედამიწაზე არის ტბა , რომლის ქვაბულიც წყლის მაგივრად სავსეა… ასფალტით. ესაა, ტბა პიჩლეიკი კუნძულ ტრინიდადზე. ტბა მდებარეობს ბორცვზე, ნაპირებთან ასფალტი მაგარი და ცივია, შუაში ჯერ რბილდება, შემდეგ კი თანდათან თხევადდება და ცხელი ხდება, ცენტრში კი დუღს. ტბა ღრმაა და რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს ასფალტის მოპოვება, მაგრამ ტბის დონე უცვლელია.
6.d5ada4b676554ce8ffdb5a0qw9
ყველაზე შხამიანი
სამხრეთ ამერიკის გაუვალ ტყეებში ბინადრობს ბაყაყი კოკოი, რომელიც 1 გრამზე ცოტა მეტს იწონის და სიგრძით 2 სანტიმეტრს აღემატება. ერთი წვეთი კოკოის შხამი ყოფნის 50 ისარს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კოკოის შხამით მოწამლული ისარი სასიკვდილოა 10 წლის განმავლობაში. კოკოის შხამით მოკლულ ნადირს მონადირე იმ წამსვე ამოკვეთს ჭრილობის ადგილს, რომ შხამი ნანადირევზე არ გავრცელდეს.

7.stekt piraia
ღორმუცელა პირაია
„მოისმა წყლის დგაფუნი. ყურეში ხალებიანი ირემი გადიოდა. წყალი ძლივს სწვდებოდა ჩაცვინულ ფერდებამდე. იგი ძალიან ნელა მოძრაობდა და მივხვდი, რომ რაღაცა ძალა ეწეოდა უკან, შესაძლოა ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ფართოდ გახელილი თვალები შიშისგან გაშტერებოდა. მის ირგვლივ დაჰქროდნენ ელვარე „ვერცხლის ისრები“ პირაიები !.. ისინი უმწეო ცხოველს გლეჯდნენ. წყალში მოხვედრილი სისხლის წვეთები კიდევ უფრო აღიზიანებდა ისედაც გამძვინვარებულ მტაცებელთ…ირემი არ ნებდებოდა, მაგრამ… ფეხი დაუცურდა და წყალში გაუჩინარდა. წყალი აიმღვრა, ტალახი და სისხლი ერთმანეთში აირია. როცა ირემი წყლის ზედაპირზე გამოჩნდა, ტყავი და ხორცი ნაფლეთებად ეკიდა და ალაგ-ალაგ ძვლები მოუჩანდა“.
8.ვაბანაოთ ცხოველები

9.ცის სილამაზე
65e03cdf146c
a5d3886ea543
391c64f70dcb
004d9f3b093b
cc7ef78f4283
9bbd6174bbee
0ac0ed3a7089
7c87b766e2fe
76fb4f1213ed
366b08e07cb5
032fb2552638
e1fe10788627
8c7017a9e258
10.ახალი მხატვრული პროექტი
ადამიანები და მათი პორტრეტები
359305beef90
549f4bb6d8f5
8479a41419e7
d4d49885df1c
56432b602283
f4ae1acb5e05
10c919be9b35
73ddfda61076
d1e7c77e9542
bb111da81696
6bf5233a5da5
0d322d8da769

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button