არქივი

წმინდანის კითხვები საკუთარ თავთან!

1235423 439775886142232 1963509041 n

გთავაზობთ მსოფლიო მამის და ეკლესიის მასწავლებლის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის(დაბ.+389) წერილს, სადაც მოცემულია დიდი სასულიერო პირის მონოლოგი.

სად არის ამაღელვებელი მჭერმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.

სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანურმა შურმა მიიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავში განისვენებენ.მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონებმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა. ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ; არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილის წინ მიმქრალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღმრთისმგმობელი.

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად ვიქცევი და ჰაერში გავიფანტები თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ. მდინარე დამალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა, ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა არ დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

მხოლოდ შენ აღგრძავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

ქრისტე, მეუფეო! შენ ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!

იხილეთ ასევე ერთ-ერთი ქართული საგალობელი:

Back to top button