გასართობისაკითხავიუცნაური

მოგზაურს შემთხვევით დათვი შემოელახა!

1238172 439769699476184 20965291 n

ამერიკელმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც დენალის ნაციონალურ პარკში ისვენებდნენ, დილის ექვს საათზე მოსულ დაუპატიჟებელ გრიზლის სათანადო პასუხი გასცეს.

ჯეისონ ლოუსენი და ლიზ პაველკო დიდიხნის შეფიცულები არიან. წყვილმა შრომის საერთაშორისო  დღეს, რომელიც სექტემბრის პირველ ორშაბათს იმართება ამერიკაში, გადაწყვიტეს მოეწყოთ პიკნიკი ბუნებაში. ამ მიზნით ამერიკელები ეწვივნენ კარვებისთვის სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიას, რომელიც განლაგებულია დენალის ნაციონალურ პარკში.

ვინაიდან ჯეისონი და ლიზი პარკში გვიან მოვიდნენ, გადაღლილობის გამო კარვის გაშლიდან  ცოტახანში მოუწიათ დასაძინებლად წასვლა, თუმცა გამოძინება ვერა და ვერ შეძლეს, დაუპატიჟებელი სტუმრის წყალობით.

წყვილი დილის ექვს საათზე ხმაურმა გააღვიძა. ოთხფეხა მტაცებელი გაშმაგებული ცდილობდა კარავში შეღწევას, მან კარვის რამდენიმე ფენა მატერია გაარღვია და ლამის შეღწევაც მოახერხა. თუმცა მყუდროება დარღვეულები გულხელდაკრეფილები არ დარჩენილან დახმარების იმედად, მათ იცოდნენ რომ მტაცებლის შესაშინებლად ხმაური იყო საჭირო.

Потерявший очки турист случайно побил медведя

ჯეისონს მხედველობასთან ჰქონდა ძლიერი პრობლემები, რის გამოც სათვალეს ატარებდა, ამ უეცარმა ვიზიტმა კი სათვალის გაკეთების საშუალება არ მისცა. ქმარმა ხმაურის გამოწვევის მიზნით კარავს შიგნიდან დაუწყო მუშტის დარტყმა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ქმრის მოქნეული მუშტი მყარ სხეულს მოხვდა. უცებ კარვის ბრახუნი შეწყდა და გაისმა დათვის წკმუტუნის ხმა, რომელიც დროდადრო შორდებოდა, ცოტაცდა უბედური შემთხვევის ადგილს.

დიახ, ქმრის გააზრებულმა და დროულმა ქმედებამ დათვი კუდამოძუებული და ფსიქოლოგიურად ტრამვირებული გააქცია. ვინ იცის, რომ არა ამგვარი ვაჟკაცობა,  როგორი ფინალი ექნებოდა სრულიად კეთილი განძრახვით ჩადენილ პიკნიკს.

Потерявший очки турист случайно побил медведя

„ძილში ვიყავი, როდესაც, უეცრად საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, დროულად შევძელი კონცენტრირება და საბედნიეროდ გავუმკლავდით გაავებულ ოთხფეხას“. – განაცხადა ჯეისონ ლოუსენმა Newsminer-თან ინტერვიუში.

დიახ მეგობრებო, მთავარია არ დავიბნეთ კრიტიკულ სიტუაციებში, კონცენტრირება დროულად მოვახდინოთ და უძლეველი მტერიც კი ვერას დაგვაკლებს.

იხილეთ აგრეთვევ ვიდეო, რომოლშიც ადამიანი მწვავე შეხლაშემოხლაია ოთხფეხა მტაცებელთან:

მსგავსი ამბები

Back to top button