ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

რობინ ჰუდი და მეგობრები – კალიფორნიიდან

996610 439062372880250 444900570 n

ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, ქურდიაო – არის ნათქვამი ჭკვიანი ხალხის მიერ. მაგრამ ეს ასე არ არის. მგრძნობიარე და იმპულსურმა ბოროტმოქმედებმა ისეთი რამ ჩაიდინეს, მხოლოდ დაზარალებულ მხარეს კი არა, პოლიციასაც თავი ლამის რიჩარდ ლომგულის ეპოქაში აგრძნობინეს. მართლაც რა კარგი დრო იყო, ართმევდნენ მდიდრებს, აძლევდნენ ღარიბებს და ხდებოდა ხელოვნურად სოციალური კონტურების აღმოფხვრა.

დავუბრუნდეთ საქმეს, კალიფორნიაში გაჩნდნენ „პატიოსანი ბოროტმოქმედები“, კერძოდ ამას წინათ ზემოთხსენებული შტატის ერთ-ერთ ქალაქში გაიტანეს ერთი ძალზედ საეჭვო საქმიანობის მქონე ორგანიზაცია. ატყდა გამოძიება, სამართალ დამცავი ორგანიზაციები გაფაციცებით ეძებდნენ დამნაშავეებს, მაგრამ უშედეგოდ: საქმე უნიკალურად, არცერთი სამხილის გარეშე იქნა გაკეთებული. პოლიციამ ფარხმალი დაყარა და მიხვდა რომ გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა და სამქე დროებით თაროზე გადადო, თვით ორგანიზაციის წევრებ კი გატანილი ინვენტარის თავიდან შეძენა ურჩიეს, ჩვენ მისი დამბრუნებელი არ ვართ(დაზღვევის ამბავია უცნობია).

როგორც შემდეგ გაირკვა მეგობრებო, „გასუფთავებული“ ორგანიზაცია ეწეოდა, ერთ მეტად დიდ და მადლიან საქმეს, კერძოდ, ორგანიზაცია ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა ძალადობისგან დაზარალებულ მოქალაქეებს და რაც ხაზგასასმელია, ამ საქმეს სრულიად უანგაროდ, კერძო შემოწირულობების დახმარებითაკეთებდა.

მეორე უიმედო დღეც გაუთენდა კეთილმყოფელ მუშაკებს და ჩვეულებისამებრ ოფისში წასვლა გადაწყვიტეს, ვაითუ როგორმე შევძლოთ ხალხის ვუთანაგრძნოთ ჩვენ დაზარალებულ კლიენტებსო. „დახმარების ტაძარში“ მისულ თანამშრომლებს ზედ კართან საეჭვო ყუთები დახვდათ, რომელშიც უდანაკარგოდ ყველა გატანილი ტექნიკა იდო: კომპიუტერები, ვიდეო კამერები, პრინტერები და უამრავი ძვირადღირებული ნივთი.

article 2338852 1A3DE0F2000005DC

„ნავაზრატევ ტავარს“ ზედ ზედმეტი მაკულატურაც დაემატა, დიახ ეს წერილი გახლდათ შემდეგი შინაარით: ჩვენ აზრადაც არ მოგვსლია ვის ვქურდავდით, აქ ყველა თქვენი ნივთია, მეგობრებო ვიმედოვნებთ, თქვენ საქმიანობას გააგრძელებთ და შეძლებთ ხალხს დაანახოთ, რომ არსებობს ცხოვრების მეორე მხარეც. ღმერთმა დაგლოცოთ!“.

როგორც გაირკვა ბოროტმოქმედები ყოფილან გაწაფულნი თავიანთ საქმეში და იცოდნენ, რომ ღირებული ყოველთვის სიღრმეში იმალება და გადაწყვიტეს კვების ბლოკების შემოწმება, იმ იმედით რაიმე სარფიან, ხელწამოსაკრავ ინფორმაცია ვიპოვითო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მათ აღმოაჩინეს უამრავი ძალანახმარი ადამიანის პირადი ცხოვრების აღმბეჭდავი ვიდეო-ტექსტური მასალები. ხოლო მათი მომდევნო ქმედება კი იცით.

„თავიდან თვალებს არ დავუჯერეთ, გინახავთ ნაქურდალს ვინმე აბრუნებდეს, მითუმეტეს თუ უკვალოდ გაქრნენ, – განაცხადა სოცმუშაკებმა, ჟურნალისტებთან საუბრისას. – ქურდების გულითადი ახსარების წაკითხვისას ლამის მთელი ტანი გაგვეშეშა, ჩვენ გულწრფელ სინანულს და გულითად თანადგომას ვგრძნობდით წერილში.

ამის მერე კიდევ ვიტყვით, მარტო ქართველებსღა შეგვრჩა მორალიო ?! ჩვენთან საქართველოში საუკუნეებია „ნაძირალა უკუღმართები“ პრენიონერ ხალხს, ლუკმის ფულს უმოწყალოდ ართმევენ. მარტო წელს უამრავი პენსიონერი გაიქურდა ავტობუსებში, პირადად შევსწრებივარ რამდენიმე ქალის გულისამაჩუყებელ ტირილს, ეს რა დამემართა შვილიშვილითვის საჩუქარი და საარსებო ფული მომპარესო. უპრინციპო და დაუნდობელი  ბოროტმოქმედები გვყავს! და არამარტო ბოროტმოქმედები!

1009909 439062479546906 1129395120 n

თუმცა კალიფორნიულმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ კარგი სამქე უკვალოდ არ რჩება. „კარგი ქენი ქვაზე დადე გაივლი და ზედ კართან დახვდებათ“, უფრო მეტიც მადლობასაც მიიღებთ წერილობითი სახით, თქვენ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეებისთვის .

ასევე იხილეთ ვიდეო :

თეგები
Back to top button
Close
Close