გართობაკულტურაუცნაური

ატლანტის ოკეანის გადალახვა 375 საჰაერო ბუშტით

6dd41a45a561
ჯონათან ტრაპი (Jonathan Trappe) ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცდილობდა გადაეკვეთა ატლანტის ოკეანე 375 საჰაერო ბუშტით, რომელიც სავსე იყო ჰელიუმით. ფრენა შედგა 12 სექტემბერს. ჰაერბურთის კალათის ფორმა იყო უჩვეულო: ის სწრაფად გარდაიქმნებოდა გასაბერ ნავად წყალში დაშვების შემთხვევაში.
ატლანტის ოკეანე დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს.
ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდან არის და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს.

b2ad106d6003
ამერიკელი ჯონათან ტრაპი (Jonathan Trappe) ავიდა ჰაერში 375 საჰაერო ბუშტით, რომ გადაელახა ატლანტის ოკეანე. ფრენა ხელსაყრელ პირობებში შესაძლოა გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირა.
17b6011c6d07
გაბედულ, ამერიკელ მამაკაცს, ჯონათან ტრაპს უკვე ეკუთვნის რეკორდი საჰაერო ბუშტებით ლა-მანშის (English Channel) სრუტეზე გადაფრენისათვის, რომელიც გააკეთა 2010 წელს, ხოლო გადაფრენა ალპებზე მოხდა 2011 წელს, წარმატებით…
a73a2c26fdab
39 წლის , ჩრდილოეთ კაროლინას (North Carolina) მკვიდრი ჯონათან ტრაპი 2 წელიწადს ემზადებოდა ფრენისათვის.
f0c8ef3c000a
ტრაპის Facebook-ის გვერდზე შემოსულია განცხადება, რომ სტარტის აღებიდან 2 საათის
შემდეგ, რეკორდსმენი დაეშვა ნიუფაუდლენდის კუნძულზე (Newfoundland), რომ ღამე გაეთია ღია ოკეანეზე გადაფრენის წინ…

1195f74f3ab3
ადრე , ჰაერნაოსანი გაფრინდა ოფისის სავარძელით (გონდოლას ნაცვლად), ასევე აეროსტატის კალათის მაგივრად – გაფრინდა სახლით, რომელიც აგებული იყო ფოლადის და ალუმინისაგან- ანიმაციური ფილმის „Up“ (ზევით) ყველა ფანების შეშურებით.
f08c9aec528e
ჯონათან ტრაპის სურვილი, რომ გადაეკვეთა ატლანტის ოკეანე ჰაერბუშტებით წარმოადგენდა ყველაზე ამბიციურს, რადგან ასეთი უჩვეულო გზით ატლანტის ოკეანეზე ჯერ არვის გადაუფრენია. ფრენისათვის მომზადებაში, ჯონათანს დახმარებას უწევდა დაახლოებით 150 მოხალისე.
a631d9f38eb2
აღჭურვილობის შერჩევისათვის რეკორდსმენი მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა, რათა შეემცირებინა რისკი.. რამდენიმე თვის განმავლობაშ, მან საბოლოოდ შეარჩია იდეალური გონდოლა. შედეგად, 39 წლის ამერიკელმა ჰაერნაოსანმა იპოვა იდეალური ვარიანტი- გამძლე 2-კორპუსული „ნავი“.
3bcba267e129
დაშვება და აწევა ჰაერში, რომ იპოვო თანმხვედრი ჰაერის ნაკადი 7,6 კმ სიმაღლეზე, ამისათვის ჯონათანი აპირებდა ბალასტის (სამძიმის) ჩაშვებას.
495f7062fb5c
ფრენის დაწყებიდან, დაახლოებით 14 საათის შემდეგ ავანტიურისტი დაეშვა დაუსახლებელ , უკაცრიელ ტყის ტერიტორიაზე. ღამე გაატარა ე.წ. ნავში, ხოლო პარასკევს კი ვერტმფრენმა იპოვა, რომელიც იჯარით ქონდა აღებული CBC-ის ტელეკომპანიას (კანადა); ტრაპის თქმით, იგი არასოდეს ყოფილა ასე ბედნიერი და სიხარულით აღსავსე , როგორც იმ დღეს, ჯურნალისტებთან შეხვედრისას !!!
0ab7a16798aa
უკვე კუნძულ ნიუფაუნდლენდთან (Newfoundland) მიახლებისას, ამერიკელი მიხვდა , რომ გამოელია ბალასტის (სამძიმის) დიდი ნაწილი და ევროპამდე ვერ ჩაფრინდება. ჯონათანის წინაშე დადგა არჩევანი: დაშვებულიყო კუნძულზე, ან ბალასტი გამოეზოგა… არავინ იცოდა , მერე რა მოხდებოდა !!! :შ
5d0a117bdabe
„ დიახ, ჩემმა მცედოლამ განიცადა დიდი კრახი, წარუმატებელი აღმოჩნდა, – წერს თავის საიტზე 39 წლის ამერიკელი. – მაგრამ ეს იყო ჩაფიქრებული თავგადასავლის გამო და ეს თავგადასავალი მე მივიღე დიდი სიამოვნებით …“
973c204322c1
„ ჩემი მგზავრობისათვის, ვემზადებოდი 2 წელიწადი, – განაცხადა ჯონათან ტრაპმა. – ბოლო დროს, როდესაც ატლანტის ოკეანე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში
გადალახეს საჰაერო ბუშტებით, იყო 1984 წელს…
ეს გამბედავი ადამიანი იყო ჯო კიტინგერი (Joe Kittinger) – ამერიკის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი. სამწუხაროდ, იმ წლიდან ვერავინ შეძლო გამეორება …“

cd2d4d445d62
1970 წლიდან დაწყებული ბევრი ცდილობდა ატლანტის ოკეანეზე გადაფრენას, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
4e56d63d9c89
ჯონათანის გეგმებში შედის მცდელობის გამეორება, ოღონდ სხვა კონტინენტზე, შესაძლებელია ჰაერის ნაკადის მიმართულებით, ის შეიძლება დაეშვას ყველგან, ნებისმიერ ადგილას – ნორვეგიიდან აფრიკამდე!

blogerlady

age: 14
Back to top button